ირმა ყარაულაშვილი
მოქცევაჲ ქართლისაჲ და უცხოური წყაროები ქართლის გაქრისტიანების შესახებ
ტექსტის ორიგინალური სათაური:
ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერ(ებ)ი: მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს (შემდგომ მქ1) ტექსტი შემონახულია 4 რედაქციით. XX საუკუნეში ცნობილი იყო ორი რედაქცია: შატბერდული, შემონახული შატბერდის კრებულში (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Ms S-1141; X ს.-ის მიწურული) და ჭელიშური (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Ms H-600, XIV-XV სს.). შატბერდის კრებულში შემავალი ტექსტი ნაკლულია, იწყება
XX საუკუნის 70-იან წლებში სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ხელნაწერთა ახალი ქართული კოლექციის აღმოჩენის წყალობით XXI საუკუნეში ცნობილი გახდა და გამოიცა თხზულების შემცველი კიდევ ორი ხელნაწერი, რომლებიც უფრო ძველია, ვიდრე XX საუკუნეში ცნობილი ნუსხები. ამ ხელნაწერებში შემავალ ტექსტებს პირობითად სინურ რედაქციებად მოიხსენიებენ (N/Sin.Georg. 48, რომელიც IX-X საუკუნეთა მიჯნით, ან ადრეული X ს.ით ათარიღებენ და N/Sin.Georg. 50, IX-X სს.). ამათგან N/Sin.Georg 48-ს აკლია თავი და ბოლო, შემონახულია მხოლოდ IV-XII პარაგრაფები (ილია აბულაძისეული დაყოფით), ანუ ქრონიკის თხრობა „მოყოლებული ეპიზოდიდან, როდესაც წმ. ნინომ სამ წელს მაყვლოვანში ლოცვის შემდეგ ვაზის ნასხლევისგან ჯვარი შექმნა, დამთავრებული ქართლში ასურელ მამათა მოსვლით.“ (ალექსიძე 2009, გვ. 327). ხოლო N/Sin.Georg. 50-ში წარმოდგენილია ორი თხზულება, მქ და ასურელ მამათა ცხოვრებანი. ზაზა ალექსიძის თქმით, „ეს ხელნაწერიც ნაკლულია და მასში არ არის შემონახული “მატიანის” ის ნაწილი, რომელშიც უნდა ყოფილიყო “წმიდა ნინოს ცხოვრების” მოკლე რედაქცია. რაც შეეხება “წმიდა ნინოს ცხოვრების” ვრცელ რედაქციას, იგი N/Sin-50-ში სრულად არის დაცული.” (იქვე, გვ. 327-328).
მქ გამოყენებული აქვს ლეონტი მროველს მის მეფეთა ცხოვრებაში. ამასთან, სავარაუდოდ, ლეონტი იყენებს არა მქ-ს ქრონიკას, არამედ იმ პირველწყაროებს, რომლებსაც ორივე თხზულება (მქ და ლეონტისეული ნარატივი) ეფუძნება. სამაგიეროდ, ეჭვგარეშეა ლეონტის მიერ წმინდა ნინოს ცხოვრების ტექსტით სარგებლობის ფაქტი. არსებობს აგრეთვე ნინოს ცხოვრების მეტაფრასული (მათ შორის, არსენ ბერის რედაქციით) და სვინაქსარული რედაქციები. მქ-ს ტექსტს ეყრდნობა აგრეთვე XII საუკუნის ცნობილი ქართველო მოღვაწის, ნიკოლოზ გულაბერის ძის2 სვეტიცხოვლისა და საუფლო კვართის საკითხავი.
თხზულების ავტორი: უცნობია
უცხოური წყაროები ქართლის გაქრისტიანების შესახებ I: ქართლის გაქრისტიანების შესახებ ნარატივები შემონახულია რიგ ბერძნულ. ლათინურ, სომხურ და არაბულ წყაროებში. დასავლურ (ანუ, ბერძნულ და ლათინურ) ტრადიციაში ცნობები ტყვე ქალის მიერ იბერიის მეფის გაქრისტიანების შესახებ შემორჩენილია IV/V-VI საუკუნეების ავტორთა მიერ დაწერილ საეკლესიო ისტორიებში. ვინაიდან ამ თხზულებათა დათარიღება კითხვებს არ იწვევს, მიზანშეწონილად ჩავთვალე ქართული წყაროების მიმოხილვამდე ბერძნულ-ლათინური ნარატივების მონაცემები მიმოვიხილო.
ქართველთა განმანათლებლისა და ქართველთა მეფის მოქცევის შესახებ უადრესი ინფორმაცია შემონახულია IV-V საუკუნეთა მიჯნაზე რუფინუსის მიერ ლათინურად ნათარგმნი ევსებიოს კესარიელის საეკლესიო ისტორიის გაგრძელებაში (ეყრდნობა უფრო ადრინდელ წყაროებს, IV საუკუნის ბერძენ ავტორთა, გელასი კესარიელისა და გელასი კვიზიკიელის ნაშრომებს). ამ ავტორთა ტექსტებზე დაყრდნობით იმავე ამბავს გადმოგვცემენ V-VI საუკუნეებში ბიზანტიელი სოკრატე სქოლასტიკოსი, ერმია სოზომენე და თეოდორიტე კვირელი.იბერიის გაქრისტიანების შესახებ თხრობა რუფინუსთან ბარბაროსთა (ანუ, არაბერძენთა) გაქრისტიანების შესახებ თხრობის ნაწილია, რომელიც ჯერ ეთიოპიის გაქრისტიანების ისტორიას მოიცავს, შემდეგ კი იბერიის მოქცევის ამბავზე გადადის (ყარაულაშვილი 2012, გვ..).
როგორც თავად რუფინუსი აცხადებს, ქართველთა გაქრისტიანების ამბავი მან იერუსალიმში ქართველი მეფის, ბაკურისგან მოისმინა.3 ისტორიკოსის თქმით, კონსტანტინე დიდის ზეობის დროს იბერებს ვინმე ქრისტიანი ქალი ტყვედ4 ჩაუვარდათ. “ტყვე” ქალი5 სათნო და უმანკო ცხოვრებას ეწეოდა, მუდამჟამს ლოცულობდა, და ადგილობრივი ქალების ცნობისმოყვარეობა აღძრა. ამ დროს ერთმა ქალმა მას ავადმყოფი ბავშვი მიუყვანა, ვინაიდან, რუფინუსის თქმით, ქართველთა შორის არსებული ტრადიციით დასნეულებული ყველასთან მიჰყავდათ კურნების სათხოვნელად. ქრისტიანმა დედამ ბავშვი საკუთარ სამოსელზე დააწვინა და ლოცვით გამოაჯანმრთელა. “ტყვე” ქალის მიერ მოხდენილი სასწაულებრივი კურნების ამბავი მონარქის მეუღლემ 6 შეიტყო, რომელიც მძიმე სენით იტანჯებოდა. დედოფალმა ტყვეს მასთან მისვლა უბრძანა, რაზედაც უარი მიიღო და შედეგად თავად ეახლა მას. “ტყვემ” დედოფალიც განკურნა, ხოლო შემდეგ მას ქრისტეს შესახებ აუწყა. განკურნებულმა ქალმა ყოველივე მეუღლეს აუწყა. მეფემ მკურნალის დასაჩუქრება გადაწყვიტა, ხოლო დედოფალმა აუხსნა, რომ მქადაგებლის მომადლიერების ერთადერთი გზა მის მიერ ქადაგებული უფლის აღიარება იყო.
მცირე ხნის შემდეგ მეფე ამალასთან ერთად სანადიროდ წავიდა. ტყეში უცებ წყვდიადი ჩამოწვა, მონარქი ვეღარაფერს ხედავდა, ხოლო მისი მხლებლები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. ამ დროს სასოწარკვეთილ მეფეს “ტყვე” ქალის ღმერთი გაახსენდა, მას ხსნა შესთხოვა, და აღთქმა დადო, რომ თუ სიბნელე გაიფანტებოდა, იმ წუთიდან მხოლოდ ქრისტეს სცემდა თაყვანს. ამის გაფიქრებისთანავე ქვეყანა განათდა და იგი მშვიდობით დაბრუნდა სასახლეში. ნადირობიდან დაბრუნებული მეფე “ტყვე” ქალს მოაყვანინებს და ქრისტეს ამბებს გამოჰკითხავს. შემდეგ მოსახლეობასაც მოიხმობს, მოუთხრობს თავის ამბავს და ქრისტიანობის მიღებისკენ მოუწოდებს. მონარქის ბრძანებით ხის ეკლესიის აგებასაც შეუდგებიან, მაგრამ ვერაფრით ახერხებენ ერთ-ერთი სვეტის7 აღმართვას, რასაც ლოცვის ძალით “ტყვე” ქალი შეძლებს. შედეგად, ერი ირწმუნებს ქრისტეს, ხოლო მქადაგებელი მეფეს იმპერატორ კონსტანტინესთან ელჩების გაგზავნასა და იქიდან საეკლესიო პირების გამოგზავნას სთხოვს.
ასეთია, მოკლედ, რუფინუსის მიერ გადმოცემული იბერიის გაქრისტიანების ისტორია. ანდრეა სტერკის აზრით, ქართველთა განმანათლებლის შესახებ თხრობაში ასახულია ქრისტიანობის გავრცელების პროცესში რეალურად არსებული და შემდეგ თანდათანობით მივიწყებული ფაქტი - ქალთა აქტიური მისიონერული მოღვაწეობა, ე.წ. “ქვემოდან დაწყებული მისია” (mission from below), რომელიც სტანდარტულად მიჩნეული ოფიციალური მოქცევის, ანუ ე.წ. “ზემოდან მომავალი მისიის” (mission from above) საპირისპირო სურათს წარმოადგენს. მკვლევრის თქმით, სწორედ ამ პროცესს ასახავს გადმოცემები იბერთა შორის “ტყვე” ქალის, იემენში (ანუ ინდოეთში8) თეოგნოსტას,9 ხოლო სომეხთა შორის რიფსიმეანთა (მიმოხილული იქნება ქვემოთ)მოღვაწეობის შესახებ (Sterk 2010a; Id., 2010b).
თხზულების შინაარსი:
- მოქცევაჲ ქართლისაჲს მატიანე/ქრონიკა
როგორც უკვე აღინიშნა, ქრონიკა უნდა შედგებოდეს 5 ნაწილისაგან. ამათგან:
ა) პირველი, რომელსაც ქართლის თავდაპირველ ისტორიას უწოდებენ, ზაზა ალექსიძის თქმით, შეიცავს „ლეგენდურ ისტორია[ს] ალექსანდრე მაკედონელის შემოსვლისა და პირველი ქართული სახელმწიფოს შექმნისა.“ (ალექსიძე 2011a, გვ. 157). ამათგან ყველაზე დეტალურად გადმოცემულია ალექსანდრე მაკედონელის ლეგენდური საომარი კამპანია ქართლში და აქ არიან ქართლის მეფის ძის, აზოს დატოვება მეფედ.
ბ) მეორე, რომელიც ცნობილია, როგორც მეფეთა სია I, ალექსიძის თქმით, შეიცავს „ქართლის მეფეთა მოკლე ქრონიკა[ს], მოყოლებული პირველი ქართველი მეფიდან, ფარნავაზიდან (ძვ. წ. აღ. III ს-ის დასაწყისი) პირველ ქრისტიან მეფემდე, მირიანამდე (ახ. წ. აღ. IV ს-ის დასაწყისი).“ (იქვე)
გ) მესამე ნაწილი, რომელსაც მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს უწოდებენ, ალექსიძის დეფინიციით, მოიცავს ქართლის მოქცევის ისტორიას (იქვე). ამასთან, თხრობა გლობალურ კონტექსტშია ჩასმული და იწყება კონსტანტინეს დიდის დედის, ელენეს მიერ იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენის ამბით. აქვე მოიხსენიება „დედაკაცი ვინმე მეფეთა ევადაგი, სახელით რიფსიმე,“ ვისთან ერთადაც იყო „ტყუე ერთი დედაკაცი შუენიერი, სახელით ნინო, რომლისა საქმჱ მისი გამოიძია ჰელენე დედოფალმან, და იყო იგი ჰრომი მთავარი. და თჳთ მოევლო გზაჲ თჳსი და ექმნნეს კურნებანი. და მოწევნულ იყო საბერძნეთა და ჰმოძღურიდა მთავარსა მას რიფსიმეს.“ აქვე მოკლედ არის ნათქვამი, რომ ნინო სხვა ქალწულებთან ერთად გამოჰყვა რიფსიმეს სომხეთში, სადაც ისინი იწამნენ. ნინო კი გადარჩა და წამოვიდა ჩრდილოეთით, მოვიდა მცხეთას, სადაც სამი წელი ფარულად ლოცულობდა მაყვლოვანში (რომელიც ზემო ეკლესიის საკურთხევლის ადგილია); მეოთხე წელს ნინომ დაიწყო ქადაგება, ხოლო მეექვსე წელს არწმუნა დედოფალს, ნანას. მეშვიდე წელს კი არწმუნა მეფეს და ააშენა ქვემო ეკლესია, სადაც იყო ის ხის სვეტი, რომელიც თავისით აღემართა.
ეკლესიის აშენების შემდეგ მეფემ კონსტანტინესთან მოციქული გააგზავნა ნინოს წერილითურთ და მღვდელობის გამოგზავნა სთხოვა იმპერატორს. კონსტანტინემ გამოგზავნა იოვანე ეპისკოპოსი ორი მღვდელი და ერთი დიაკვანი. მათ ჩამოიტანეს დედოფალი ელენეს წერილი, მაცხოვრის ხატი და „ძელი ცხორებისაჲ“ ნინოსთვის. მათი ჩამოსვლისთანავე მეფე, დედოფალი და მთელი მათი სახლი მოინათლა.
ჩამოსულმა სამღვდელო პირებმა კი ჯვრის გაკეთება მოისურვეს და ხის ძებნა დაიწყეს. ხუროებმა იპოვეს კლდის ბორცვზე მდგომარე ხე, რომელიც მშვენიერ სურნელს გამოსცემდა და რომელსაც ფოთლები არ სცვიოდა. მეფის ბრძანებით ხე მოკვეთეს და მისგან გააკეთეს სამი ჯვარი და აღმართეს მცხეთაში, „ვითარცა სწერია მცირესა მას მოკლედ აღწერილსა მას წიგნსა ქართლის მოქცევისასა, გრიგოლი დიაკონისა მიერ აღწერილსა.“ (ძეგლები 1, გვ. 86)
დ) მეოთხე ნაწილი, ცნობილი, როგორც მეფეთა სია II, ალექსიძის თქმით, შეიცავს „ქართლის მეფეთა მოკლე ქრონიკა[ს] მირიან მეფიდან VII ს-ის პირველი ნახევრის ჩათვლით. ამ ეპოქის ყველაზე მთავარი და შედარებით ვრცლად აღწერილი პერიოდებია ადრეული შუა საუკუნეების ქართლის ყველაზე გამოჩენილი მეფის, ვახტანგ გორგასლის ზეობა და ბიზანტიის კეისრის ჰერაკლეს ლაშქრობები კავკასიაში. ორივე ეს პერიოდი მოცემულია, როგორც გადამწყვეტი ეტაპი ქართული ეროვნული ეკლესიის ისტორიაში: ვახტანგ გორგასლის დროს დაწესდა კათალიკოსობა, ხოლო ჰერაკლეს ლაშქრობის შედეგად ქართლი გაიწმინდა წვალებათაგან. (ალექსიძე 2011a, გვ. 157).
ე) მეხუთე ნაწილი, რომელსაც მეფეთა სია III-ად მოიხსენიებენ, ზაზა ალექსიძის თქმით, წარმოადგენს დამატებას და შეიცავს „ქართლის ერისთავთა და კათალიკოსთა სია[ს] VII ს-ის მეორე ნახევრიდან IX-X საუკუნეების მიჯნამდე).“ (იქვე).
- წმინდა ნინოს ცხოვრება
თხზულების იმ ნაწილს, რომელიც იწოდება ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი, წამძღვარებული აქვს პატარა შესავალი, სადაც ნათქვამია, რომ მას მერე, რაც ნინომ მოაქცია „ერთი ესე სამეუფოჲ ქუეყანაჲ ჩრდილოჲსაჲ, მცხეთისა მეფეთა სამეფოჲ,“ წავიდა წმინდა ნინო „ქუეყანასა კხოეთისასა, დაბასა ბუდს,“ სადაც დასნეულდა. მის გარდაცვალებამდე მივიდნენ მასთან „მეფენი ქუეყნისანი და მთავარნი დიდებითურთ და სიმრავლჱ ერთა ძლიერთაჲ,“ და ევედრებოდნენ მას „ყოველნი იგი დედოფალნი გარემო მსხდომარენი,“ მათ შორის მირიან მეფის რძალი (ძის ცოლი), სალომე უჟარმელი და პეროჟავრი სივნიელი, რომ მოეთხო მათთვის, თუ როგორ გაიზარდა და როგორ გახდა უფლის რჩეული და მათი დამოძღვრისა და გაქრისტიანების პატივი ხვდა წილად. მათ მოახერხეს წმინდა ნინოს დათანხმება, სალომემ და პეროჟავრმა კი საწერი მასალა მოიმარჯვეს და ნინოს მონათხრობის ჩაწერა დაიწყეს.
შემდეგი ნაწილი, რომელიც სათაურად ნინოს ცხოვრებას ატარებს, ნინოს პირთ გადმოცემული თხრობაა. მისი თქმით, წმინდა გიორგის კაპადოკიაში წამების დროს ცხოვრობდა კოლასტაში ერთი კაცი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი: ძე, სახელად იუბენალი (მომავალი იერუსალიმის პატრიარქი) და ასული, სუსანა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ისინი იერუსალიმში ჩავიდნენ. ძმა გახდა „დევტალარ,“ ხოლო და მსახურობდა „მიაფორსა, სარას ბეთლემელსა.“
იმავე დროს კაპადოკიიდან ერთი ახალგაზრდა, სახელად ზაბილონი წავიდა რომში და დაიწყო მეფის ჯარში მსახური, „ბრანჯებთან“ ომში გაითქვა სახელი, მათი მეფე შეიპყრო და მეფეს მიჰგვარა. მეფემ მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ბრანჯები ევედრებოდნენ: „ მოგუეც პირველად შჯული შენი და შეგჳყვანენ ჩუენ ტაძარსა მას ღმრთისასა თქუენისასა“ და მერე მოგვკალიო. ზაბილონმა ეს ამბავი მეფეს და პატრიარქებს ამცნო, ისინი მონათლეს, ხოლო მონათვლის მეორე დღეს ბრანჯებმა შეიმოსეს „სამკუდროჲ სამოსელი“ და „ადგილსა მას კაცთა საკლავსა“ გავიდნენ. ზაბილონმა მეფეს ბრანჯების განთავისუფლება სთხოვა, თანხმობა მიიღო და საჩუქრებით გაუშვა. ხოლო ისინი ევედრებოდნენ ზაბილონს გაჰყოლოდა მათ ქვეყანაში და მათი ხალხი მოენათლა. ზაბილონმა მეფეს და პატრიარქს მღვდლები გამოსთხოვა და მათთან ერთად გაემართა ბრანჯთა ქვეყანაში. გამოეგება მას ათი საერისთავო, მღვდლებმა აკურთხეს მდინარე და ხალხი მოინათლა, მღვდლები იქ დატოვა, თვითონ კი რომისკენ გაბრუნდა.
იუბენალი ამ დროს უკვე პატრიარქი გამხდარიყო. სარა მიაფორმა ურჩია მას, რომ სუსანა მიეთხოვებინა ზაბილონისათვის, რომელიც იყო „მამაჲ და ემბაზი ბრანჯთაჲ, კაცი სრული სიბრძნით და ღმრთის მოშიშებითა.“ ასეც მოხდა. შეუღლებული ზაბილონი და სუსანა დაბრუნდნენ კოლასაში; იქ გაჩნდა ნინო. როდესაც ნინო 12 წლის გახდა, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი და წავიდნენ იერუსალიმში; ზაბილონი ბერად შედგა, სუსანა კი უძლურ ქალთა და გლახაკთა სამსახურში ჩააყენა პატრიარქმა. თავად ნინო კი ორი წელი ემსახურა „მიაფორსა სომეხსა დვინელსა,“ რომელსაც ნინომ გამოკითხა ქრისტეს ჯვარცმის, აღდგომის, და „სამოსლისა მისისა და ჯუარისა და ტილოთასა და სუდარისასა’ ამბები, ვინაიდან იერუსალიმში ძველ და ახალ აღთქმაში ამ ქალზე განსწავლული იმ დროს არავინ იყო.
თხრობა გრძელდება „მისივე, სალომე უჟარმელის“ აღწერილი თხრობით და მოკლედ გვამცნობს იესოს რელიკვიათა ამბებს, რომ კვართი „ჩრდილოთა, მცხეთელთა“ შეხვდა, ტილოები - პილატემ და მისმა ცოლმა იპოვეს, რომლებიც შემდეგ ლუკა მახარობელთან მოხვდა; სუდარა კი არ აღმოჩნდა საფლავში, ხოლო ჯვრები იერუსალიმშია დამარხული, მაგრამ ჯერ არავინ იცის მათი სამყოფელიო.“ ნინომ იკითხა, თუ სად იყო ის ჩრდილოეთის ქვეყანა, სადაც უფლის სამოსელი ინახებოდა. პასუხად სარა მიაფორმა უთხრა, რომ „ჩრდილოჲს ქუეყანა სომხითისა მთეულ არს, საწარმართოჲ ქუეყანაჲ, საჴელმწიფოჲ ბერძენთაჲ და უჟიკთაჲ (ანუ, სპარსელთა).“ ამ პერიოდში იერუსალიმში ერთი ეფესელი ქალი იყო ჩასული რომელიც წუხდა, რომ ელენე დედოფალი არ იყო მოქცეული. ნინომ ელენესთან წასვლის სურვილი გამოთქვა და პატრიარქის კურთხევით რომში წავიდა, სადაც იპოვა „დედუფალი ვინმე მეფეთა [ე]ვდაგი სახელით რიფსიმე,“ რომელიც, მის სახლში მყოფ სხვა ორმოც ქალთან ერთად, ნინომ დამოძღვრა და მონათლა. იქვე დაყო 2 წელი, რომელთა განმავლობაშიაც ირწმუნეს დედოფალმა ელენემ და კონსტანტინე კეისარმა. მერვე წელს კი რიფსიმე, გაიანე და ორმოცდაათი ქალი მათთან ერთად გაიქცნენ საბერძნეთიდან სომხეთში, სადაც თრდატ მეფემ აწამა და მოკლა, ნინო კი ვარდის ეკლებში დარჩა და გადარჩა. წამოვიდა ჩრდილოეთის ქვეყანაში და მეოთხე თვეს მივიდა ჯავახეთის მთებზე, მიაღწია ფარავნის ტბას, სადაც გაჩერდა ორი დღე და მეთევზეებს სთხოვა საჭმელი. იქვე მწყემსებიც იყვნენ გაჩერებულნი, რომელთაგან ერთ-ერთსაც ნინომ გამოჰკითხა, თუ საიდან იყვნენ მწყემსები. მან სხვადასხვა ადგილი დაასახელა, მათ შორის მცხეთაც.
ამ დროს ნინომ ერთი ლოდი მოიტანა, სასთუმლად დაიდო და დაიძინა... სიზმარში გამოეცხადა ...
გამოიღვიძა ნინომ, ადიდა ღმერთი, ტბის გასადინარს გამოჰყვა ჩრდილოეთისაკენ, მიაღწია იქამდე, სადაც წყალმა ‘აღმოსავალით იწყო დინებად“ და ურბნისშიც ჩამოვიდა. იქ მივიდა ებრაელთა ბაგინში „ჰურიათასა ენისათჳს ებრაელებრისა“, სადაც ერთი თვე დაჰყო. ამ დროს ურბნისიდან დიდძალი ხალხი დაიძრა მცხეთისკენ და ნინოც მათ გაჰყვა და მიაღწია ქალაქ მცხეთას მოგუთას. გაღმა ხიდზე იდგა სხვებთან ერთად; მეორე დღეს კი იყო დიდი ზარ-ზეიმი, ნინომ ერთ იუდეველ ქალს ჰკითხა, თუ რა ხდებოდა და გაიგო, რომ არმაზის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ნინო შევიდა არმაზის ციხეში და კერპის ახლოს, ზღუდის ნაპრალზე დადგა. იგი შეძრული იყო არმაზისა და სხვა კერპების - გაცისა და გას ნახვით და უფალს ევედრებოდა, ეხსნა იქ მყოფი ადამიანები. უცბად, ქარი ამოვარდა და ქუხილი დაიწყო; ქარმა მოიტანა სიმწარის და სიმყრალის საშინელი სუნი, ხალხი მიმოიფანტა მერე სეტყვაც მოვიდა იმ ადგილას და დალეწა კერპები.
მაშინ ნინო გამოვიდა კლდის ნაპრალიდან, იპოვა იქ ბივრიტის თვალი, შემდეგ წავიდა კლდის ბოლოს, სადაც ძველი ქალაქი და ციხე იყო. იქ ნახა „ხჱ შუენიერი ბრინჯისაჲ,“ რომლის ქვეშაც ნინო ლოცულობდა 6 დღე; ამ დროს ებრაელმა სეფექალმა, შროშანამ, მოიყვანა ბერძნულად მოლაპარაკე ქალი და ნინოს ასავალ-დასავალი გამოიკითხა. მისი „უცხოობის“ შეტყობის შემდეგ შესთავაზეს, სასახლეში წასულიყო, რაზეც ნინომ უარი განაცხადა; ნაცვლად, მცხეთაში მეფის ბაღისკენ გაემართა, სადაც იყო ბაღის მცველის პატარა სახლი. ნინო ცხრა თქვე გაჩერდა იქ ქალთან, რომელსაც ანასტო ერქვა. ის და მისი ქმარი უშვილოები იყვნენ და დარდობდნენ; ნინოს გამოეცხადა ვინმე ‘ნათლისა ფერი კაცი,“ რომელმაც უთხრა, რომ ბაღში, ნაძვების რტოთა ქვეშ მიწა უნდა აეღო, რომელიც ცოლ-ქმარს უნდა შეეჭამა; შედეგად, მათ მრავალი შვილი გაუჩნდათ.
ამავე პერიოდში სხვა სიზმარიც ნახა რამდენჯერმე, თითქოს ცის ფრინველები მიდიოდნენ იქ, ჩადიოდნენ მდინარეში, განიბანებოდნენ და მერე სამეფო ბაღში მიდიოდნენ. ნინომ ეს სიზმარი ებრაელი რაბინის, აბიათარის ასულს მოუყვა, რაზეც მან უპასუხა, რომ ნინოს წყალობით ეს ადგილი ღვთის სადიდებელ ბაღად გადაიქცეოდა.
თხზულების შემდეგ ნაწილს კი აღწერს იუდეველი ქალი, სახელად სიდონია. მისი თხრობა ქრონოლოგიური მონაცემებით იწყება: იგი გვეუბნება, რომ კონსტანტინემ 311 წელს ირწმუნა, ხოლო 14 წლის შემდეგ „მოივლინა ქუეყანასა ჩუენსა ქადაგი ჭეშმარიტებისაჲ ნინო.“ ნინოს მოსვლამდე კი ქართლში იყო კერპები: არმაზი და ზადენი, აგრეთვე სამეფო კერპები - გაცი და გა.
სიდონიავე ჰყვება კვართის ქართლში ჩამოტანის ამბავს. მისი თქმით, ებრაელებმა იესოს გასამართლებლად იერუსალიმში დაიბარეს მისი დედის ძმა, ელიოსი, რომელიც მოხუცებული იყო და ჰყავდა დედა ელია მღვდლის ტომიდან, რომელმაც სთხოვა, ბრმად არ დაეჯერებინა მას ებრაელი მღვდელმთავრებისათვის. ელიოზი ჩავიდა წმინდა მიწაზე, იქ ასრულდა წინასწარმეტყველება; ელიოზს წილად ხვდა კვართი, რომელიც მან მცხეთაში წამოიღო. გადმოცემის თანახმად, ელიოზის დედამ გაიგო მსახურის მიერ ჯვარზე უროს დაკვრის ხმა და ადგილზევე გარდაიცვალა. დაბრუნებულ ელიოზს მიეგება აცრემლებული და, რომელმაც კვართი გულში ჩაიკრა და „მსწრაფლ სულნი წარჴდეს სამითა ამით სიმწარითა: სიკუდილითა დედისაჲთა, და უმეტჱს ტკივილითა სიკუდილისა ზედა ქრისტჱსსა და სურვილითა მის სამოსლისაჲთა.“
მცხეთაში დიდი აურზაური შეიქმნა. მეფე ამაზაერმა შეიტყო კვართის შესახებ და უნდოდა მისი დაუფლება, მაგრამ შეეშინდა და ვერ გაბედა მისი წართმევა. ელიოზმა და კვართთან ერთად დამარხა, ხოლო მისი ადგილ-სამყოფელი უცნობი იყო ხალხისათვის; მხოლოდ ის იცოდნენ, რომ „მახლობელ არს ადგილი იგი ნაძუსა მის ლიბანით მოსრულსა და მცხეთას დანერგულსა.“ სიდონიავე აცხადებს, რომ, მისი წინაპრების თქმით, მცხეთაშივე არის შენახული ელიას ხალენი, „საკურთხეველისა სიმტკიცესა ქუეშე, ქვათა შინა ულპოლველად ვიდრ ჟამადმდე მისა.“
სიდონიას მონათხრობის თანახმად, მან ნინო პირველად იხილა „თავსა ციხისასა პირველ მცხეთისასა, კოშკსა მას მაღალსა ბრინჯთა მათ ქუეშე.“ უფლის მიერ კერპების შემუსვრის შემდეგ ბრატმან მეფისა საგრილოთა და სასუენებელთა“ იჯდა ნინო.
ვიდრე ნანა დედოფალი ირწმუნებდა, 6 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ნინომ 7 დედა დაიმოწაფა, აგრეთვე ფარულად მრავალ კურნებას ახდენდა. პირველად მაყვლოვანში ნინომ დედოფალი ნანა განკურნა მძიმე სენისგან; შემდეგ სპარსი მთავარი ხუარა, დედოფალ ნანას დედის ძმა. მეფე და დედოფალი ეკითხებოდნენ ნინოს, თუ ვინ იყო იგი: არმაზის ასული თუ ზადენის შვილი; ხუარას განკურნებისათვის კი მცხეთის მოქალაქეობას და არმაზის მსახურად დანიშვნას ჰპირდებოდნენ. ნინომ უთხრა, რომ ჭეშმარიტი ღმრთის მსახური იყო, ხოლო მთავარს განკურნებდა მისი ვნების ჯვრით, ისევე, როგორც დედოფალი ნანა განკურნა, რაც აღასრულა კიდევაც.
შემდეგ თხზულებაში მოცემულია სიდონიას მიერვე მოთხრობილი მეფის ნადირობის ამბავი, რომელიც, ფაქტობრივად, ემთხვევა ბერძენ და რომაელ საეკლესიო ისტორიკოსთა მიერ გადმოცემულ ამბებს. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ, „სიდონიას მონათხრობის“ თანახმად, მეფე სანადიროდ გავიდა „დღესა ერთსა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაფათსა“ (რაც, მკვლევართა გამოთვლებით, 326 წლის ქრონოლოგიურ მონაცემებს ემთხვევა); ხოლო შუადღისას გარშემო ნისლი კი არ ჩამოწვა, არამედ „შოვა სამხარს ოდენ დაბნელდა მას ზედა მზჱ, და იქმნა ღამე უკუნ ფრიად. და დაფარნა ბნელმან არენი და ადგილნი იგინი., და განიბნივნეს ურთიერთარს ჭირისა მისგან და ურვისა ყოველნი ერნი მისნი...“ მქ-ს ამ მონაცემის საფუძველსა და თანამედროვე ასტროლოგიური გამოთვლების საფუძველზე გამოითქვა ვარაუდი, რომ თხოთის მთაზე მზის დაბნელებას ადგილი ჰქონდა 319 წლის 6 მაისს.). მგალობლიშვილი 2018, გვ. 184). სასწაულებრივად გადარჩნილმა მეფემ ირწმუნა „ნინოს ღმერთი“ და მეორე დღესვე წარავლინა მოციქულები საბერძნეთს.
თხრობა კვლავ სიდონიას მიერ მოთხრობილი ეკლესიის აშენების ამბით გრძელდება. მეფემ „ნინოს მაყვლოვანში“ გადაწყვიტა ტაძრის აგება, მოჭრა ნაძვი, გაამზადეს მისგან სვეტი, მაგრამ ხუროებმა ვერ შეძლეს მისი აღმართვა. ნინოს და მასთან ერთად 12 სხვა ქალი დაუღალავად ლოცულობდნენ. ღამე კი იხილეს, რომ „წარმოიქცეოდეს ორნი ესე მთანი - არაზ და ზადენ.“ მათი მტკვარში ჩამოქცევის შემდგომ ჩაიხერგა მდინარეები და წყალმა წალეკა ქალაქი. ნინოსთან ერთად მლოცველ ქალებს შეეშინდათ და გაიქცნენ, ნინო კი ამშვიდებდა მათ და ეუბნებოდა, რომ მთები ფიზიკურად კი არ მოირღვნენ, არამედ იქვე დგანან და მხოლოდ ურწმუნოების მთები დაირღვა ქართლში და ყრმების ეშმაკებისათვის შეწირვა შეწყდა. შემდეგ კი მოჩვენებითი ამბები მტრის შემოსევით გაგრძელდა. თითქოსდა ქალაქის კარები სპარსთა ლაშქარმა დალეწა, რომელმაც სისხლის გუბეები დააყენა გარშემო. და უცბად გაისმა: „ამას ბრძანებს მეფეჲ სპარსთაჲ ხუარა და მეფეთ-მეფჱ ხუარან-ხუარა, ყოველი ჰურიაჲ განარინეთ ოირისაგან მახჳლისა.“ შემდეგ სიდონიას მოესმა ხმა, რომ მირიან მეფე შეიპყრეს სპარსელებმა. ნინო კი ამ დროს ლოცულობდა და მოჩვენებებს უბრძანა: „წარვედით ბნელთა ჩრდილოჲსათა მთათა მათ კედარისათა,“ ვინაიდან ქართლში მოსული იყო უფალი რომელსაც ის ეშმაკეულები ეფრთხოდნენ. გადაწერა თუ არა ნინომ იმ ადგილს ჯვარი, მოჩვენება მყისვე გაუჩინარდა. გამთენიისას, როდესაც ნინოსა და სიდონიას გარდა ყველას დაეძინა, ნინოსთან „ჭაბუკი ერთი ყოვლად-ვე ნათლითა შემოსილი“ მივიდა, სამი სიტყვა უთხრა ნინოს, შემდეგ კი აიღო ნათლის სვეტი და ცაში წაიღო. შემდეგ „სუეტი იგი ცეცხლის-სახედ ჩამოვიდოდა და მოეხალა ხარისხსა მას თჳსსა და ვითარ დაემართა და დადგა ზედა ხარისხსა მას ქუეყანით აღშორებულად ვითარ თორმეტი წყრთა და ნელად ჩამოიცვალებდა თჳსსა-ვე მას ზედა ნაკუეთსა, რამეთუ ხარისხად იყო ძირი იგი მისი, რომლისგანაც მოკუეთილ იყო სუეტი იგი ცხოველი.“
დილით ფრიად განიხარა მეფემ და მთელმა ქალაქმა ამ სასწაულის შემხედვარე. მალევე ერთი ბრმა ებრაელი შეეხო იმ სვეტს და განიკურნა. განიკურნა აგრეთვე ერთი ყრმა სეფეწული, რომელიც მანამდე რვა წლის განმავლობაში ფეხზე ვერ დგებოდა, ხოლო წმინდა ნინოს ლოცვითა და სვეტის ძალით, ქრისტიანობის აღიარების შემდეგ, განიკურნა ისიც და სხვა მრავალი სნეულის. ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე მეფემ სვეტს საბურველი არ შემოავლო, მაგრამ კურნებანი მაინც გრძელდებოდა, როცა ხალხი იმ საბურველს ეხებოდა ხოლმე.
მეფემ აიწყო ბაღში ეკლესიის შენება. „მაშინ მოვიდეს მოციქულნი საბერძნეთით, მღდელთ-მოძღუარი, მღდელნი და დიაკონნი და იწყეს ნათლის-ცემად... ყოვლისა ერისა.“
თხზულების კომპოზიცია: ზაზა ალექსიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „სრულიად თავისებური ჟანრის თხზულებაა „მოქცევაჲ ქართლისაჲ.“ იმ სახით, რომლითაც მან დღემდე მოაღწია, იგი არც სუფთა ისტორიული ნაწარმოების და არც ჰაგიოგრაფიული, თუმცა იმავე დროს ერთიც არის და მეორეც. ამიტომ არის, რომ ქართველოლოგებს დღემდე კამათი აქვთ, ქართული მწერლობის ძეგლების კლასიფიკაციისას, სად უნდა მიეკუთვნოს მას ადგილი, საისტორიო მწერლობაში თუ ჰაგიოგრაფიაში.“ მკვლევარი თხზულებას სინთეტური ტიპის ჟანრის ნაწარმოებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „„წმინდა ნინოს ცხოვრების“ შესახებ დაწერილი ყველა მომდევნო ხანის რედაქცია ერთსა და იმავე დროს არის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიც და ისტორიული თხზულებაც.“ (ალექსიძე 2007, გვ. 4).
ზაზა ალექსიძის ნაშრომებში ამომწურავად არის შეჯამებული მქ-ს კომპოზიციის შესახებ არსებული მოსაზრებანი. მკვლევრის თქმით, „სამეცნიერო ლიტერატურაშიც ჩამოყალიბდა ორი ძირითადი შეხედულება:
- „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ნაწილები სხვადასხვა ავტორის, სხვადასხვა დროს დაწერილი, სხვადასხვა ჟანრის თხზულებებია, რომლებიც შემდგომ არის გაერთიანებული უცნობი რედაქტორის მიერ;
- „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ერთი ავტორის მიერ დაწერილი, ორი ნაწილისაგან შემდგარი, ერთი მთლიანი თხზულებაა.“ (ალექსიძე 2011a, გვ. 293)
სადღეისოდ, მეცნიერთა უმეტესობა იზიარებს პირველ მოსაზრებას, თავად თხზულება კი პირობითად ორი ნაწილადაა გაყოფილი. პირველი ნაწილი ისტორიოგრაფიულია; მეცნიერები მას მოქცევაჲს ქრონიკას, ან მატიანეს ეძახიან. მეორე ნაწილი კი ნინოს ცხოვრებას შეიცავს.
მკვლევართა აზრით, მქ-ს პირველი ნაწილიც, ანუ ქრონიკა, წარმოადგენს არა ერთი ავტორის მიერ შედგენილ ნაწარმოებს, არამედ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ტექსტთა კომპილაციას. გთავაზობთ ქართველ მეცნიერთა ნაშრომების საფუძველზე სტივენ რაპის მიერ შედგენილ სიას, რომელიც მქ-ს ქრონიკის შემადგენელ ნაწილებს შეიცავს (Rapp):
- ქართლის თავდაპირველი ისტორია, რომელიც, სავარაუდოდ, VII საუკუნეში თუ არ არის დაწერილი, X საუკუნეზე უფრო გვიან არ უნდა იყოს შექმნილი. ამ ტექსტს უნდა განეცადა დაკარგული ისტორიოგრაფიული თხზულების, ჰამბავი მეფეთა-ს ზეგავლენა
- მეფეთა სია I, რომელიც, სავარაუდოდ, IX-X საუკუნეებში უნდა იყოს შექმნილი და რომელიც აგრეთვე განიცდის დაკარგული ჰამბავი მეფეთა-ს ზეგავლენას
- მოქცევაჲ ქართლისაჲ, შედგენილი უნდა იყოს VII საუკუნის პირველ ნახევარში.
- მეფეთა სია II, რომელიც, სავარაუდოდ, IX-X საუკუნეებში უნდა იყოს შექმნილი და რომელიც აგრეთვე განიცდის ჰამბავი მეფეთა-ს ზეგავლენას
- მეფეთა სია III, რომელიც, სავარაუდოდ, აგრეთვე IX-X საუკუნეებში უნდა იყოს შექმნილი
რაც შეეხება თხზულების მეორე ნაწილს, ანუ ნინოს10 ცხოვრებას, ზაზა ალექსიძის თქმით, „იგი „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ შემადგენლობაში და მასში გაერთიანებამდეც ითვლებოდა წმინდა ნინოს მიერ დაწერილ წიგნად და შესაბამისად იწოდებოდა „წიგნი ნინოჲსი“ ან მარტივად – „ნონოჲსი“.“ (ალექსიძე 2011a, გვ. 2970)
თხზულების დაწერის დრო: თხზულების დათარიღებაზე მსჯელობისას მეცნიერები როგორც მთლიან ნაწარმოებზე საუბრობენ, აგრეთვე მისი სხვადასხვა შემადგენელი ნაწილის შექმნასა და თხზულებაში გამოყენებულ სხვადასხვა თხზულებასაც განიხილავენ.
ტექსტი პირველად ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა შატბერდული კრებულის მიხედვით (ჯერ 18 წელს გამოსცა მქ-ს ქრონიკის ტექსტი (თაყაიშვილი 1890, ტექსტი: გვ. 1-39; ანალიზი: LXXIX-CII), ხოლო, მოგვიანებით, 1891 წელს - ნინოს ცხოვრება). მისი თქმით, „ის გარემოება, რომ ხრონიკა ქართლის მოქცევისა მოყვანილია აშოტ კურაპალატის (786-896) ძმის და მემკვიდრის გვარამ ერისთავთ ერისთავის დრომდის (IX საუკ.) ყველას აფიქრებინებს, რომ ქართლის მოქცევა მეცხრე საუკუნეშია შედგენილი… თუ ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ქართლის მოქცევის ხრონიკას, ადვილათ დავრწმუნდებით, რომ ხრონიკის ხასიათი თავიდგან ბოლომდის ერთგვარი არ არის. შემოკლებული ხრონიკა ქართლის მოქცევისა აღნიშნავს რა რომელიმე პირის მეფობას თუ ერისთაობას, ყოველთვის უჩვენებს ერთ ორ უმთავრესს ისტორიულ ფაქტს მის მეფობაში მომხთარს და ისსენიებს, ვინ იყო მთავარ-ეპისკოპოსი, ანუ კათალიკოსი. ეს სისტემა მტკიცეთ არის გატარებული თავიდგან დაწყებული სტეფანოს II დრომდის (639-663). ხოლო სტეფანოს II შემდეგ ეს წესი უცებ იცვლება და შემოკლებულ ცნობების მაგიერ ერისთავების შესახებ მხოლოთ სია არის მოყვანილი ცამეტთა დიდთ ერისთავთა. არც ერთი ღირს-სახსოვარი ფაქტი მათი ერისთაობის დროისა აღნიშნული არ არის. არ არის აგრევე ნაჩვენები, თუ რომელი კათალიკოსი რომელ ერისთავის დროს იყო არამედ ერისთავების სიის შემდეგ სიითვე არის წარმოდგენილი 27 კათალიკოსი... რას მოასწავებს ეს ფაქტი, თუ არა იმას, რომ ეს სია მერმეა მიმატებული და წინეთ კი ქართლის მოქცევის ხრონიკა სტეფანოს II დრომდის ყოფილა მოყვანილი... ამ გვარათ ქართლის მოქცევის შედგენას, ჩვენის აზრით, მეშვიდე საუკუნეში უნდა ჰქონდეს ადგილი, ვინ არის აღმწერელი ქართლის მოქცევისა, არ ვიცით...“ (თაყაიშვილი, გვ. XCIII - XCV) მკვლევარი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ჩვენამდე მოღწეული მქ-ს ქრონიკა შემოკლებულია, თუმცაღა ვარაუდობს, რომ, შესაძლოა ან ტექსტის პირველადი ვარიანტი იყო უფრო ვრცელი, ანდა „ქართლის მოქცევის შემდგენელს უფრო ვრცელი დედანი ჰქონდა ხელში, მაგრამ განგებ შეამოკლა ისტორიული ცნობები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია თვით ქართლის მოქცევის ამბავს და წმ. ნინოც ცხოვრებას.“ (იქვე, გვ. XCVII – XCVIII).
ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ მოქცევაჲს მატიანე IX საუკუნეზე ადრინდელ პერიოდში ვერ შეიქმნებოდა, ვინაიდან ტექსტში არსებული ანაქრონიზმი („სასანელთა მეფეების დედაქალაქად ბაღდადი[ს] დასახელებ[ა]), ამის შესაძლებლობას გამორიცხავს. ბაღდადის მშენებლობას 762 წელს ჩაეყარა საფუძველი და VIII საუკუნის ავტორს ეს ამბავი სავარაუდოდ, ეცოდინებოდა, როგორც ეს იცოდა მაგალითად იოანე საბანისძემ.“ ამდენად, ჯავახიშვილის ვარაუდით, მოქცევაჲ ქართლისაჲს მატიანის შედგენა IX საუკუნეში უნდა მომხდარიყო (ივანე ჯავახიშვილი, …მოქცევაჲ ქართლისაჲს მატიანე,… წიგნში: ჯავახიშვილი 1977, გვ. 114).
კორნელი კეკელიძემ გაიზიარა ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება თხზულების IX საუკუნეში შექმნის თაობაზე და ბაღდადთან დაკავშირებულ დაკვირვებას საკუთარ არგუმენტებიც დაურთო. მეცნიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქვეყნის მმართველთა სია მოყვანილია აშოტ კურაპალატსა და მისი შვილის გუარამის დრომდე, ანუ IX საუკუნის მეორე ნახევრამდე; რომ მქ-ში დაფიქსირებულია წინადადება ახალ სპარსულ ენაზე, რომელიც IX საუკუნის მეორე ნახევარზე ადრე ტექსტში ვერ გაჩნდებოდა,ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში ხდება იგი ირანის სალიტერატურო ენად; რომ მქ-ს ავტორის მიერ გამოყენებული „თხრობა აღმართებისათვის პატიოსნისა ჯვრისა და კირილე იერუსალიმელის ეპისტოლე... ქართულ მწერლობაში... პირველად გვხვდება სინას მთაზე დაცულ 864 წლის მრავალთავში:“ და, ამდენად, მქ ამ თარიღის შემდეგ უნდა იყოს შექმნილი; რომ თხზულების მიზანია სომეხთაგან სრულიად დამოუკიდებელი მოციქულის, ქართველთა განმანათლებლის ნინოს შესახებ გადმოცემის განმტკიცება და რომ ვინაიდან არსენი საფარელი თავის თხზულებაში განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა ნინოს არ ახსენებს, ე.ი. არსენის ზეობის დროს (860-887) მქ ჯერ არ უნდა არსებულიყო; რომ ნაწარმოებში წარმოდგენილია წმინდა გიორგის კულტი, რომელიც საქართველოში IX საუკუნის მეორე ნახევარზე ადრე არ იყო დამკვიდრებული; რომ ტექსტში იხსენიება მარტის წელიწადი, რომელიც ჩვენში IX საუკუნის პირველ ნახევრამდე არ ყოფილა შემოსული, ისევე, როგორც პანოდორე ალექსანდრიელის წელთაღრიცხვა ყოფილა ჩვენში დაფიქსირებული IX საუკუნემდე. ამ დაკვირვებათა საფუძველზე მკვლევარმა თხზულების შექმნის პერიოდად IX საუკუნის მეორე ნახევარი, უფრო ზუსტად კი, „დაახლოებით მისი უკანასკნელი მეოთხედი” განსაზღვრა (გვ. 530-531).
სარგის კაკაბაძე თხზულება IV საუკუნეში ბერძნულად დაწერილად მიიჩნია (კაკაბაძე 1924, გვ. 56-92) სოლ. ყუბანეიშვილის აზრით კი, თხზულება VI საუკუნის დასასრულზე ადრე ვერ დაიწერებოდა (ყუბანეიშვილი 1944, გვ. 313); შემდგომ მეცნიერთა ნაწილმა გაიზიარა ექვთიმე თაყაიშვილის მოსაზრება და ტექსტი VII საუკუნით დაათარიღა (მთლიანი თხზულება თუ არა, მისი პირველი ნაწილის მაინც - მარიკა ლორთქიფანიძე); ნაწილმა კი თხზულების შექმნის პერიოდი VII საუკუნის მეორე ნახევრით განსაზღვრა (პავლე ინგოროყვა 1954, გვ. 259-321). რევაზ სირაძემ (სირაძე 1997) , მარიამ ჩხარტიშვილმა (ჩხარტიშვილი 1987), ლელა პატარიძემ, თამილა მგალობლიშვილმა თხზულების შექმნის თარიღად IV საუკუნე მიიჩნიეს. მარიამ ჩხარტიშვილის აზრით, მქ-ს ტექსტი მრავალჯერ იყო რედაქტირებული, მათ შორის VII ს-ის II ნახევარშიაც. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თხზულებას არაერთი რედაქციის კვალი ემჩნევა, გაზიარებულია ყველა მკვლევრის მიერ. მეცნიერები აგრეთვე იმაზეც თანხმდებიან, რომ ქრონიკის ტექსტი მინიმუმ ორჯერ, VII და IX ს.ს.-ში ახალი მონაცემებით შეუვსიათ უცნობ რედაქტორებს (ჩხარტიშვილი)
ცალკე აღნიშვნის ღირსია თავად მქ-ს ტექსტში (კერძოდ კი, ქრონიკაში) მოხსენიებული ,,მცირე იგი მოკლედ აღწერილი იგი წიგნი ქართლისა მოქცევისაჲ,” რომელიც მეცნიერთა ნაწილს VII-VIII საუკუნეთა მანძილზე დაწერილად და ქრონიკის ერთ-ერთ წყაროდ მიაჩნია ( ყაუხჩიშვილი 1944; გაბიძაშვილი..., )
ზაზა ალექსიძეს აზრით, „IV ს.-ში ქართულ ენაზე მართლაც არსებობდა ქართლის გაქრისტიანების ისტორია, რომელშიც აღწერილი იქნებოდა წმ. ნინოს მისიონერული მოღვაწეობა, რომლითაც, სავარაუდოდ უნდა ესარგებლათ უცხოელ ავტორებს, რომლების ისევე გადმოსცემენ ქართლის მოქცევის ისტორიას, როგორც მქ.” შესაბამისად, მკვლევრის დასკვნით, ნინოს ცხოვრება IV ს.-ის I ნახევარში უნდა შექმნილიყო, „ნაწილი წმ. ნინოს სიცოცხლეში, ნაწილიც - მისი გარდაცვალების შემდეგ“.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი სინური ხელნაწერი, კერძოდ კი, N/Sin.Geo. 50 შეიცავს არა მხოლოდ მქ-ს ტექსტს, არამედ ასურელ მამათა ცხოვრებასაც, მკვლევარი ასკვნის, რომ „სავსებით,შესაძლებელია, რომ მოქცევაჲ ქართლისაჲ იყო ზოგადი სახელი ყველა იმ თხზულებისა, რომლებიც ქართლის გაქრისტიანების მთელ პროცესს აღწერენ დასაბამიდან VI საუკუნემდე. ამაზე მიუთითებს სინური კრებულისათვის (N/Sin 50) დართულ ანდერძ-მინაწერში მისი შემადგენელი ყველა თხზულების (მოქცევაჲ ქართლისაჲს ქრონიკა, წმ. ნინოს ცხოვრება, საქმენი წმიდისა იოანე ზედაზნელისანი და აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა) ქართლის მოქცევის წიგნებად მოიხსენიება... სავარაუდოა, რომ თავდაპირველად დაიწერა ქართლის ისტორია მირიან მეფის გარდაცვალებამდე და მას ეწოდებოდა მოქცევაჲ ქართლისაჲ. მასში შედიოდა ქართლის სამეფოს შექმნის, მცხეთის შენების ქრონიკა, წარმართ მეფეთა სია და ნინოს მერ ქართლის გაქრისტიანების ვრცელი მოთხრობა. ასეთი სტრუქტურა ზუსტად ასახავს ტრადიციული საეკლესიო ისტორიებისა და ქრონიკების მოდელს. შემდეგში მოქცევაჲს, როგორც ჩანს, დაემატა სხვა ნაწილებიც (ქართლში კათალიკოსობის დაწესება, სამონასტრო ცხოვრების შემოღება, მართლმადიდებლობის სრული გამარჯვება), ხოლო სათაური ძველი შერჩა. სულ ბოლოს (IX ს.-ის 30-იანი წლები) მას უნდა დართვოდა ერისთავებისა და კათალიკოსების სია. ამასთან ერთად, უნდა შექმნილიყო ის პროტორედაქცია, რომლიდანაც უნდა მომდინარეობდეს დღეისათვის ცნობილი ოთხი რედაქცია, რომელმაც “მოქცევაჲ ქართლისაჲს” სათაურით გააერთიანა “ქრონიკა” და “ნინოს ცხოვრება” (ალექსიძე 2007, გვ. 5-6)
იოსტ გიპერტის თქმით, მოქცევაჲ-ს ტექსტს ჩვენამდე ორიგინალური სახით არ მოუღწევია; საფიქრებელია, მისმა ანონიმმა შემდგენელმა გამოიყენა სხვადასხვა ძველი წყარო, დაწყებული თავად მოქცევის ახლო პერიოდისეულიდან (როგორც terminus post quem) ამ ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერის თანადროულამდე (როგორც terminus ante quem) (გიპერტი 2006, გვ. 104-105).
შატბერდის კრებულში მქ-ს ქრონიკის ბოლოს მოთავსებული 27 ეპისკოპოსის სია არსენ II-ს (955-985) მოხსენიებით მთავრდება, მაშინ, როცა სინურ ხელნაწერში (N/Sin.Geo. 50) ეს სია მხოლოდ 24 პირს მოიცავს და კათალიკოსი არსენ I-ის (860-887) შემდეგ მოიხსენიება კათალიკოსები ევსუქი და ბასილი (ალექსიძე 2007, გვ. 8-9; 21). ამასთან, მქ-ს ქრონიკის ბოლოს მოთავსებული კათალიკოსის სია ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჯერ მოცემულია 9 ცოლოსანი კათალიკოსის სია, რომელსაც შატბერდის კრებულში მოსდევს სხვა სია, სადაც ჩამოთვლილია 18 კათალიკოსი, ხოლო არსენ მეორის ხსენების შემდეგ მითითებული ციფრი 19 (ით; თაყაიშვილი 1890, გვ. 39) მაფიქრებინებს, რომ ან სია იყო არასრული, ანდა მქ-ს გადამწერ-რედაქტორები შეგნებულად მიუთითებდნენ ტექსტის ამ ნაწილის ბოლოს მხოლოდ ციფრს, რაც შემდგომი თაობის მწიგნობართათვის სიის გაგრძელების მინიშნებად უნდა ყოფილიყო აღქმული. რაზეც, ფაქტობრივად, პირდაპირ მიუთითებს N/Sin.Georg. 50, ვინაიდან სიის ბოლოს მოცემულია ფრაზა „ხოლო ამისა შემდგომად ვინცა შეიცვალებოდის, კათალიკოზთაგანი, იწერებოდის.“ (ალექსიძე 2007, გვ. 21)
უცხოური წყაროები ქართლის გაქრისტიანების შესახებ II: როგორც უკვე ითქვა, ცნობები ქართლის გაქრისტიანების შესახებ, ბერძნული და ლათინური წყაროების გარდა, შემორჩენილია აგრეთვე სომხურ და არაბულ წყაროებში. სომხურ წყაროებში
ქართლის გაქრისტიანება და მასთან დაკავშირებული მოვლენები იხსენიება აგრეთვე სომეხთა განმანათლებლის, გრიგოლის ცხოვრების ბერძნულ და არაბულ ვერსიებში, რომელთა თანახმადაც გრიგოლის სამისიონერო მოღვაწეობა ვრცელდება არა მხოლოდ სომხეთზე, არამედ აგრეთვე საქართველოსა და ალბანეთზეც (Марр 1906). ტექსტის არაბული ვერსიის თანახმად, „მოამზადა წმიდამან გრიგოლ ეპისკოპოსნი და განგზავნა ისინი სომხეთის სხვა და სხვა ადგილებს, აგრეთვე საქართველოს და სხვაგან; და ერთი ქართველი, რომელიც მას ახლდა სევასტიიდან, იბირბზხუა, აკურთხა მან მიტროპოლიტად და გაგზავნა ის საქართველოს და დაავალა მას თავის მხრით აკურთხოს ეპისკოპოსები ქართველთათვის (კაკაბაძე 1912, გვ. 6).
ნინო აფციაურმა გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ, გრიგოლის ცხოვრებისაგან განსხვავებით, სომხეთის გაქრისტიანებისადმი მიძღვნილი მეორე ტექსტი, კერძოდ კი, აგათანგელოსის სომხეთის ისტორიის როგორც სომხური, აგრეთვე სომხური, ბერძნული და არაბული ტექსტები გრიგოლს მხოლოდ სომხეთის განმანათლებლად მიიჩნევენ: « ... და ასე მთელს სომხეთში, კიდით კიდემდე, იქადაგა ქალაქ სათალიდან ქალდეველთა ქვეყანამდე, კლარჯებამდე, მასქუთთა საზღვრების ბოლომდე, ალანთა კარამდე, კასპთა საზღვრამდე, სომეხთა სამეფოს ქალაქ ფაიტაკარანამდე, ქალაქ ამიდიდან ქალაქ ნიზიბინამდე; ასურეთის საზღვრების გასწვრივ, ნორ-შირაკანითა და კორდუქით მართა ქვეყანამდე, მაქრტუნამდე, ატრპატაკანამდე » (აფციაური 1991, 88)
ნ. აფციაურის ვარაუდით, თავდაპირველად ტექსტში ტოპონიმ „ალანთა“ ნაცვლად „ალბანთა“ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რაც ბუნებრივიცაა, ვინაიდან დიდ სომხეთს სწორედ ალბანეთი ესაზღვრებოდა. აგათანგელოსის სომხურ ტექსტში კასპთა საზღვრების ნაცვლად კასპთა კარი, ხოლო ალანთა კარის ნაცვლად ალანთა საზღვრებია ნახსენები. შესაბამისად, თავდაპირველ ტექსტში საუბარი უნდა ყოფილიყო ალბანთა და კასპთა საზღვრებზე და არა ალანთა და კასპთა კარზე. მკვლევრის აზრით, სწორედ ტექსტში ალბანთა და კასპთა საზღვრების ალანთა და კასპთა კარად შეცვლა გახდა იმის მიზეზი, რომ გრიგოლის ცხოვრების ბერძნულ და არაბულ ვერსიებში გრიგოლის სამოციქულო ასპარეზად არა მხოლოდ სომხეთს, არამედ აგრეთვე იბერიასა და ალბანეთსაც ასახელებს ((აფციაური 1991.
რაც შეეხება უშუალოდ ნინოს მოღვაწეობას, ნარატივი მის შესახებ იძებნება მოსე ხორენელის ავტორობით ცნობილ სომხეთის ისტორიაში, რომელსაც მკვლევართა ნაწილი V საუკუნით ათარიღებს და რომელიც ცნობილმა არმენოლოგმა, რობერტ თომსონმა VIII საუკუნეში შექმნილ ტექსტად მიიჩნია (Thomson 1978). ხორენელის თანახმად, ნინოს სამოციქულო მოღვაწეობა აგრეთვე სომეხთა განმანათლებელთან, გრიგოლთან და სომეხთა მეფე თრდატთან არის დაკავშირებული.
მოსე ხორენელის ისტორიაში ნუნეს (წმ. ნინოს სახელის სომხური ეკვივალენტი) ეძღვნება II წიგნის 86 თავი, რომელიც დასათაურებულია, როგორც „სანატრელი ნუნესა და იმის შესახებ, თუ როგორ გახდა იგი ქართველთა ხსნის მიზეზი.“ თხრობის თანახმად, ერთი ქალი, რომელსაც ნუნე ერქვა და რომელიც გადარჩა რიფსიმიან ქალწულთა მეფე თრდატის მიერ დახოცვის დროს, ქართველთა ქვეყანაში წავიდა, მის დედაქალაქ მცხეთას მიაღწია და იქ კურნებათა სასწაულებს იქმოდა. სხვა სახლეულთა შორის განკურნა ქართველთა მეფის, მირიანის ცოლი. მირიანის შეკითხვაზე, თუ რა ძალით ხდებოდა ეს კურნებები, ქალმა ქრისტეს სახარების ქადაგება დაიწყო. მალევე მირიანმა გაიგო სომეხთა მეფის, თრდატისა და მისი დიდებულების გაქრისტიანების ამბავი, აგრეთვე რიფსიმიანთა წამების ისტორიაც და ეს ყველაფერი უფრო დაწვრილებით გამოჰკითხა ნუნეს.
იმავე ხანებში მირიანი გავიდა სანადიროდ ძნელსავალ მთებში, სადაც მას გზა დაებნა და „თვალთ კი არ დაუბნელდა, არამედ ნისლი ჩამოწვა.“ მეფემ პირობა დადო, რომ თუკი ნუნეს ღმერთი დაეხმარებოდა, იგი მისი ღმერთის თაყვანისცემას დაიწყებდა. ასეც მოხდა. შედეგად, „სანატრელმა ნუნემ მოითხოვა სანდო კაცები და გაგზავნა ისინი წმინდა გრიგორთან [იმის გასაგებად], თუ რის გაკეთებას უბრძანებდა მას შემდეგ, რაც ქართველებმა სიამოვნებით შეიწყნარეს სახარება.“ გრიგორმა მას კერპებს მოსპობა და ჯვრის აღმართვა უბრძანა მანამდე, ვიდრე „უფალი უწყალობებდა მათ მწყემსს წინამძღვრად.“ ნუნემ დაუყონებლივ მოსპო ჭერა-ქუხილის ღმერთი. მაშინ ნინოს წინააღმდეგ ამხედრდნენ ქალაქის დიდებულები, ვინაიდან აღარ იცოდნენ, ვისთვის უნდა ეცათ თაყვანი კერპების ნაცვლად. რაზეც ნუნემ ჯვარზე მიუთითა და „აშინ შექმნეს და აღმართეს ჯვარი შესაფერ ბორცვზე ქალაქის აღმოსავლეთით, რომელსაც მისგან შედარებით პატარა მდინარე გამოჰყოფდა.“ განთიადისას ყველამ თაყვანი სცა მას, „მაგრამ როცა ბორცვზე ასულებმა დაინახეს გათლილი ხე და არა ოსტატთა ნახელავი,“ უმრავლესობა გაეცალა იქაურობას. შედეგად, ღმერთმა მოავლინა ღრუბლის სვეტი და ამობრწყინდა იმ ჯვრის მსგავსი სხივი, რომლის თავზეც 12 ვარსკვლავი აღიმართა. შედეგად, ყველამ სცა თაყვანი იმ ჯვარს, რომელიც შემდგომ მრავალ კურნებებს აღავლენდა. ნუნემ კი შემდეგ „ქართველთა ქვეყნის სხვა კუთხეებიც დამოძღვრა.. გავბედავ და ვიტყვი, რომ [ნუნე] მოციქული ქალი გახდა. მან იქადაგა [სახარება] კლარჯეთიდან დაწყებული ვიდრე ალანთა და კასპიის კარებამდე, მასქუთთა საზღვრებამე, როგორც ამას აგათანგელოსი გაუწყებს შენ.“ (აბდალაძე 1984, გვ. 170-172.
ცნობები ქართველთა გაქრისტიანების შესახებ შემონახულია აგრეთვე არაბულ წყაროებშიაც, კერძოდ კი, „ცნობილი ანტიოქიელი მოღვაწის, ნიკონ შავმთელის (XI ს.) შრომაში „ქრისტესმიერ საყვარელი ქართველი სულიერი მამებისა და ძმების შესახებ,“ რომელიც შექმნისთანავე, ბერძნულიდან არაბულად თარგმნის შემდეგ მეტად პოპულარული გახდა ქრისტიან არაბთა შორის.“ (ვალბინერი და ნანობაშვილი 2013, გვ. 102).
როგორც „თეოდორიტემ, კვიროსის ეპისკოპოსმა.. მოგვითხრო11 იმ წმინდა, ნეტარი, აღმატებული ქალის, ნუნას, შესახებ, და როგორ წამოვიდა ბიზანტიის ქვეყნიდან და ქართველთა ერი კერპთაყვანისმცემლობიდან ქრისტიანულ კანონიერებაზე მოაქცია.
და ისტორიის სხვა წიგნში ნათქვამია (resp. ამბობს), რომ ქართველთა ერი უფალი იესო ქრისტეს სარწმუნოებაზე გადავიდა კონსტანტინე დიდის, ძლევამოსილი მეფის დროს (resp. დღეებში). და გაქრისტიანდნენ, როდესაც მეფის ძე სასიკვდილო სენით დაავადდა და იგი მისი ავადმყოფობისაგან მეფის ცოლმა განკურნა. და ეს მართალი (სარწმუნო) აღმოჩნდა მეფის წინაშე, გაქრისტიანდა იგი და მთელი ჯგუფი. და მან (დედოფალმა) მას სთხოვა, ტაძარი აეშენებინა, ხოლო რაც შეეხება მეფეს, მას მოეწონა, რაც იქმნა მისი ცოლის მიერ, [მაგრამ მაინც] არ სურდა ტაძრის აშენება. და, როდესაც ამის შემდეგ განვლო გარკვეულმა დრომ, სანადიროდ გავიდა და უეცრად თვალთ დაუბნელდა და ვეღარ შეძლო წინ წასვლა. ხოლო, რაც შეეხება მათ, ვინც მასთან იყო სანადიროდ, თავისდა სასიკეთოდ ჭვრეტდნენ მზის სხივებს (resp. სარგებლობდნენ მზის სხივებით), მხოლოდ იგი იყო მათ (სხივებს) მოკლებული. შეშფოთდა იმით (იმ მდგომარეობით), პოვა გზა ხსნისა და მისი სიბნელე მაშინვე სინათლედ იქცა. და მან უხმო ბეცალიელს, ბრძენ, დახვეწილი ხელობის ხუროთმოძღვართუხუცესს, და უბრძანა ტაძრის აგება.12 და მანაც დაიწყო ეს საქმე, გამოკვეთა და ააშენა. და, როდესაც ტაძარი დასრულდა, დაიწყეს მღვდლის ძებნა და საოცარმა წმინდა ქალმა გახსნა კარი ამ საქმეშიც (resp. ამაშიც) და დაარწმუნა ერის მეფე, რომ წერილი მიეწერა ბიზანტიის მეფისათვის და მისგან ეთხოვა ჭეშმარიტი (resp. კარგი) ღვთისმსახურების (resp. თაყვანისცემის) მასწავლებელი... (იქვე, გვ. 121-122)
თხზულების იდეური მხარე: ზაზა ალექსიძის თქმით, მქ-ს „სტრუქტურა ზუსტად ასახავს ტრადიციული საეკლესიო ისტორიებისა და ქრონიკების მოდელს.“ (ალექსიძე, .). ამდენად, როგორც ჩანს, თხზულების ძირითად ფუნქციას სწორედ ქვეყნის გაქრისტიანებასთან დაკავშირებული ისტორიული მეხსიერების ფორმირება აკისრია. ამასთან, ნაწარმოების პირველი ნაწილი, რომელიც ქართლში ალექსანდრე მაკედონელის „შემოსვლის“ აღწერით იწყება და ამ ეპიზოდის გარდა, კიდევ 2 ნარატივს შეიცავს - ქვეყნის გაქრისტიანებისა და ჰერაკლე კეისრის ქართლში შემოსვლისა და ქვეყნის მწვალებლობისაგან გაწმენდის თაობაზე -, ისევე, როგორც თავად თხზულების პათოსი, რომელიც გამუდმებით ხაზს უსვამს ნინოს მისიის აღმოსავლურ რომაულ ხასიათსა და კავშირებს, ნათლად მიუთითებს თხზულების მთავარ იდეოლოგიურ მხარეზე. მისი მიზანია, ნათლად აჩვენოს, რომ ქართლი თავისი რწმენით მას შემდეგ, რაც იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდა ალექსანდრე მაკედონელის ქვეყანაში შემოსვლის წყალობით, დასავლური ცივილიზებული სამყაროს შესაბამის რელიგიურ პოლიტიკას ატარებდა. როგორც ლეონტი მოველი გვამცნობს, „უბრძანა ალექსანდრე აზონს, რაჲთა პატივ-სცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა; რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისაჲ, რომელმანმცა ამხილა, არამედ თჳთ მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე მეფობასა შინა მისსა, ყოველსა ქუეყანასა სჯული ესე დაუდვა და წარვიდა ალექსანდრე.“ იმავე სამყაროსადმი კუთვნილებაა ხაზგასმული მქ-ს ქრონიკის ჰერაკლე კეისართან დაკავშირებულ ეპიზოდშიაც, რომელიც გვამცნობს, რომ ქართლი მწვალებლბისაგან ბიზანტიის იმპერატორმა განწმინდა.
როგორც უკვე ითქვა, იგივე ტენდენცია იკვეთება ნინოს ცხოვრებაშიაც, რაზეც ნათლად მიუთითებს ინფორმაცია ნინოს წარმომავლობა, ისევე როგორც ახლად მოქცეული მეფის მიერ იმპერატორ კონსტანტინესა და დედოფალ ელენესთან კომუნიკაცია და თავად საეკლესიო ინსტიტუციის დასაფუძნებლად საბერძნეთიდან იმ მოციქულების, მოძღვრების, მღვდელთა და დიაკონთა გამოგზავნის შესახებ, რომლებმაც, ტექსტის ავტორის თქმით, მთელი ერი გაანათლეს.
ამასთან, ნარატივში აქცენტირებულია არა მხოლოდ ქართული ქრისტიანობის დასავლური წარმომავლობა; წმინდა ნინოს მშობლების შესახებ ინფორმაციის გადმოცემისა - ნინოს ბიძა, იუბენალი, იერუსალიმის პატრიარქად იქნება კურთხეული, ხოლო მისი მამა, ზაბულონი, ბრანჯთა განმანათლებელია - და ქართლში წამოსვლამდე თავად ნინოს ბიოგრაფიული დეტალების - ქალწულს სურს რომში წასვლა ელენე დედოფლისათვის ქრისტიანობის ქადაგების მიზნით; მოგვიანებით კი, რომში ჩასული ნინო რიფსიმესა და მის სახლში მყოფ 40 სულს - წყალობით ნარატივი ქართველთა განმანათლებლისა და, შესაბამისად, ქართლში ქრისტიანობის გავრცელების მნიშვნელობასა და განსაკუთრებით მაღალ სტატუსსაც აქცევა განსაკუთრებული ყურადღებას.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ მქ წარმოადგენს კომპილაციური ხასიათის თხზულებას, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნის განმანათლებლისა და პირველი ქრისტიანი მეფის ისტორიის გადმოცემას და ამ ისტორიის ლაიტმოტივად ქართული ქრისტიანობის ბიზანტიურ ქრისტიანობასთან მჭიდრო კავშირის ხაზგასმის წარმოჩენას, არამედ აგრეთვე გადმოგვცემს ქართლის ისტორიას და მის საერო და საეკლესიო ხელისუფალთა სიას (თუ მათი მოღვაწეობის მოკლე ანგარიშს) დაწყებული ქვეყნის პრე-ბიზანტიურ, ელინისტურ ცივილიზაციასთან კონტაქტების მითოლოგიური საწყისიდან (ალექსანდრეს ლაშქრობა საქართველოში), მოყვანილი (დროდადრო სიის შევსების ხარჯზე) IX-X საუკუნეების მიჯნამდე.
თხზულება კომპოზიციურად გამორჩეულია, ნარატივი პოლი-ჟანრული ხასიათისაა, აქ წარმოდგენილია როგორც ისტორიოგრაფიული, აგრეთვე ჰაგიოგრაფიული თხრობას. ზაზა ალექსიძის აზრით, „თავდაპირველად, როგორც ჩანს, არ არსებობდა ერთი წიგნი სახელწოდებით „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. არსებობდნენ წიგნები, რომელთაც „ქართლის მოქცევის წიგნები“ ეწოდებოდათ. ამ საერთო სახელით შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყვნენ გრიგოლ დიაკონისა და „მოქცევაჲ ქართლისაჲს მატიანის“ (ახალი დროის მეცნიერთა შერქმეული სათაურია) სახელით ცნობილი თხზულებები, „წიგნი ნინოჲსი“, „ასურელ მამათა ცხოვრების“ წიგნები და შესაძლოა სხვაც, რომელთა სახელებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ცხადია, ასეთი წიგნები ოდესმე უნდა გაერთიანებულიყვნენ ერთ კრებულად, რისი ერთ-ერთ მაგალითიც არის, N/Sin-50. შემდეგში კიდევ უფრო დავიწროვდა ქართლის მოქცევის წიგნები თავისი შინაარსის მიხედვით, რის შედეგადაც მივიღეთ ის „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ სინური, შატბერდული და ჭელიშური კრებულებით.“ (ალექსიძე 2011a, გვ. 297)
-
გარდა ციტირებული მასალისა ↩︎
-
XII საუკუნის ცნობილი ქართველი ავტორი და საზოგადო მოღვაწე, კათალიკოს პატრიარქი 1149-1178 წლებში ↩︎
-
ამ განცხადების საფუძველზე კორნელი კეკელიძე ასკვნის, რომ ამ პერიოდისათვის უკვე უნდა არსებულიყო რაღაც წერილობითი გადმოცემა ქართლის გაქრისტიანების შესახებ. კეკელიძე 1926. კონსტანტინე ლერნერი, ეყრდნობა რა თამილა მგალობლიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, ვარაუდობს, რომ იბერთა მოქცევის უძველესი ვერსია არამეულ (ან შესაძლოა ებრაულ) ენაზე უნდა ყოფილიყო დაწერილი. Lerner 2004, 78-88. თ. მგალობლიშვილის თქმით კი, “... მოულოდნელი არ უნდა იყოს იმის აღნიშვნა, რომ ქართლში ქრისტიანობა მის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად აღიარებამდე (320-იანი წწ.) უკვე იქადაგებოდა ებრაელ-ქრისტიანთა მიერ. ქართლში მოსული პირველი მისიონერები ქრისტიანობის უძველესი, პალესტინური ტრადიციის აღმსარებლები იყვნენ. ხოლო წმ. ნინოს ქართლში მოღვაწეობის ისტორია, ალბათ, შექმნილი და ჩაწერილი უნდა იყოს მცხეთელ ებრაელ-ქრისტიანთა წრეში არამეულ დიალექტზე, საიდანაც იგი მოგვიანებით (დაახლ. IV-V სს.-დან) ქართულად ითარგმნა.” მგალობლიშვილი 2013, 12-14; Id. 1991, 172.↩︎
-
ფრანსუაზ თელამონის თანახმად, “ტყვე ქალი შეესატყვისება παρθενεύουσα (παρθένος θεοῦ)-ს ტიპს, რომელიც ფართოდაა დამოწმებული იმ ეპოქის მონასტიკურ ლიტერატურაში.” (Thélamon 1981, p. 98). (სუზან ელმის თანახმად, IV საუკუნის ბოლოსათვის παρθένοι θεοῦ ანუ “ღვთის ქალწულთა” გამორჩეული ორდენიც კი არსებობდა. Elm 1994). ფრანსუაზ თელამონის თქმით “ეს ქალი არის captiva Dei ანუ captiva Christi, მსგავსად პავლესი, რომელიც ფილიმონისადმი მიწერილ ეპისტოლის დასაწყისში საკუთარ თავს უწოდებს δέσμιος Ίησοῦ Χριστοῦ, ‘იესო ქრისტეს ტყვეს’.” Thélamon 1981, 101).
ლელა პატარიძის აზრით, “‘ტყუე’ უნდა ნიშნავდეს დევნილს, უცხოობაში მყოფს, გადასახლებულს.… წმინდა ნინოს ეს ზედწოდება მისი დევნილი ქრისტიანობის კუთვნილების გამომხატველი უნდა იყოს.” პატარიძე 1993, 72; Id., “ტყვე ქალი – ნინო,” Ibid., 84-91.
მარიამ ჩხარტიშვილის აზრით კი, “წმინდანთა უცხოობის აღნიშვნას არც თუ იშვიათად ვხვდებით ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში. უცხოთა შეწყნარება განსაკუთრებული მადლია შემწყნარებელთათვის... ამიტომ, საფიქრებელია, რომ ქართლის განმანათლებლის ტყვეობის შესახებ ცნობაც ლიტერატურული მოტივია, წიგნური გზითაა გაჩენილი. ღა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ისტორიულად ქართველთა განმანათლებელი მართლაც ტყვე იყო.” ჩხარტიშვილი 1986, 89: Id., 1987, 45.↩︎ -
“ტყვე” ქალის მონაწილეობაზე ქრისტიანობის ქადაგებისა და გავრცელების პროცესში არსებობს კიდევ ერთი გადმოცემა, რომელიც იემენის გაქრისტიანებას ეხება და ნიკიუს ეპისკოპოსის იოანეს ქრონიკაშია შემორჩენილი. ითვლება, რომ თავდაპირველად ტექსტი ბერძნულად დაიწერა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ არაბულიდან შესრულებულ ეთიოპურ თარგმანშია მოღწეული. თავად იოანე VII საუკუნის ავტორია, ხოლო მის მიერ იემენის გაქრისტიანებასთან დაკავშირებული ამბები V საუკუნის დასაწყისში ვითარდება. იოანეს თქმით, იემენის მეფე (რომელიც ტექსტში ინდოეთის მეფედაა წოდებული) ქრისტიანობაზე მოაქცია ტყვე ქალმა თეოგნოსტამ (“მან, ვინც ღმერთს იცნობს”). Sterk 2010a, 26-30.
საინტერესოა, რომ კოპტები თეოგნისტას იბერთა განმანათლებელს უწოდებენ, თუმცაღა კოპტური სვინაქსარი და იოანეს ქრონიკა მხოლოდ ინდოეთს ახსენებს. მიუხედავად ამისა, მ. ვან ესბროკი მაინც ასკვნის, რომ ქრონიკაში, ეთიოპიური ტრადიციის ზეგავლენის წყალობით, იბერია შეცვლილია ინდოეთად ან იემენად. van Esbroeck 2000. ვინაიდან რუფინუსთან ტოპონიმი ინდოეთი ეთიოპიასთან მიმართებითაა ნახმარი, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, როგორც სამართლიანადაა აღნიშნული სამეცნიერო ლიტერატურაში, ინდოეთი არაბეთის ნახევარკუნძულისა და აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილთან მიმართებით უნდა იყოს ნახმარი. Mayerson 1993=Sterk, 2010a, 27, n. 100
ამ ლეგენდის თანახმად, ომში მყოფი მეფე ავად ხდება და იკურნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეოგნოსტა მას პირჯვარს გადასახავს. ომიდან დაბრუნებული მონარქი ქალს მონათვლას მოსთხოვს, მაგრამ თეოგნოსტა ამ მისიას არ კისრულობს და მეფეს ელჩების კონსტანტინოპოლში გაგზავნას ურჩევს Ibid., 28.↩︎ -
ადრეული ბიზანტიურ-ლათინური ტრადიცია მეფისა და დედოფლის სახელებს არ იცნობს.↩︎
-
ზ. კიკნაძე, “სვეტი ცხოველი,” in: Id., 97-101; “სვეტი წმიდა და საშიში,“ Ibid., 106-113; “სვეტის სიმბოლოები,” Ibid., 128-140; “სვეტი-ძველი დედა,“ Ibid., 140-145.↩︎
-
როგორც უკვე ვთქვი, ინდოეთადაა მოხსენიებული აგრეთვე ეთიოპია რუფინუსისა და სხვა ისტორიკოსთა მიერ ეთიოპიის გაქრისტიანებაზე თხრობისას. საინტერესოა, რომ ზოგ ტექსტში კოლხეთი მეორე ეთიოპიად იხსენიება. ასე, “იერონიმეს თხზულების დამატებაში, რომელიც მიეწერება IV ს.-ის ავტორს, სოფრონს, ... ნათქვამია: “მატათამ... იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), სადაც არის აფსარის ციხე-სიმაგრე და ჰჳსის ნავსადგური…” კოლხეთი მეორე ეთიოპიადაც იხსენიება. გრიგალაშვილი 2009, 66.↩︎
-
კ. კეკელიძის თქმით, “ჩვენამდე შემონახულა ორი სახელი მისი [ტყვე ქალის – ი.ყ.]: კოპტური თეოგნოსტა და ქართული ნინა (resp. Nino) არცერთი მათგანი საკუთარი სახელი არ უნდა იყოს: თეოგნოსტა ბერძნული სიტყვაა და “ღვთის მიერ ცნობილს,” “ღვთისგან მოძიებულს” ნიშნავს, ის გამომხატველია ამ ქალის დამოკიდებულებისა ღვთაებისადმი...” კეკელიძე 1926, 44.
მ. ჩხარტიშვილი კი, სახელის ეტიმოლოგიის დადგენას ცდილობს და ასკვნის, რომ “მისიონერ ქალს, რომელსაც თავისი კურნებებით შვება მოჰქონდა ადამიანებისათვის, ბუნებრივია, რომ მფარველად ანუ დედად აღიქვამდნენ და შესაბამისად ნინოს ანუ დედას უწოდებდნენ.” მ. ჩხარტიშვილი, “კოლექტიური მეხსიერების წარმართულ-ქრისტიანული ხატი: დედა-ნინო,” in Id. 2009, 124.↩︎ -
როგორც ეფრემ მცირე აბობოს თხზულებაში უწყება მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელ წიგნთა შინა მოიჴ სენების, „ბერძულად „ნ ო ნ ნ ა“ უწოდიან წმიდასა მას, რომელსა ჩუენ მცირედ შეცვალებითრე „ნ ი ნ ო დ“ სახელ-ვსდებთ. (ყაუხჩიშვილი, გვ. 217.↩︎
-
თეოდორიტეს ისტორიაში ქართლის გაქრისტიანება I წიგნის 23 თავშია მოცემული. თავის სათაურია „იბერთა მიერ კეთილმორწმუნეობის მიღების შესახებ.“ თეოდორიტე თხრობას, ძირითადად, ბერძნულ-რომაულ საეკლესიო ისტორიის ტრადიციულ ქარგაზე ქმნის. ↩︎
-
ამ მონაკვეთში არაბული წყარო ნამდვილად იყენებს თეოდორიტეს ისტორიას, რომლის თანახმადაც ბურუსისგან ხსნის სასწაულის შედეგ მეფე „მივიდა იმ ღირს-საკვირველ ტყვე-ქალთან და სთხოვა: მიჩვენე იმ შენობის სახეო. ვინც ბესელიელი ხუროთმოძღვრული სიბრძნით აღავსო, იმან ის ქალიც ღირს-ყო მადლი მიენიჭებინა, აღეწერა ღვთის ტაძრის [სახე].იმან აღწერა, ხოლო [ოსტატები] თხრიდნენ და აშენებდნენ. (ყაუხჩიშვილი, გვ. 212)↩︎
ტექსტის ანალიზისას გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია:
ალექსიძე ზაზა 2011a. «წმ. ნინოს ცხოვრებათა უძველესი ვერსიები, მათი თავდაპირველი სახელწოდება და სტრუქტურა.» წიგნში: მისივე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი II. თბილისი: [n.l.], 293-297; პირველად დაიბეჭდა კრებულში: წმინდა ნინო 2008, 132-137 - ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
ალექსიძე ზაზა 2011b. „სიყვარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთ.“ წიგნში: მისივე, ქრისტიანული კავკასია. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი II. თბილისი: {n.l.], 267-295. პირველად დაიბეჭდა კრებულში: მარიამ ლორთქიფანიძე 85. რედ. ვ. სილოგავა. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2007, 173-182 - წყაროთმცოდნეობა, პოლიტიკური თეოლოგიის კვლევები
ალექსიძე, ზაზა 2009. «წმიდა ნინოს ცხოვრების უძველესი რედაქციები.» კრებულში: წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართლის მოქცევა 2009, 327-371 . - ტექსტოლოგიურ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
ალექსიძე, ზაზა 2007. «მოქცევაჲ ქართლისაჲ» და მისი სინური რედაქციები. თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა - ტექსტის გამოცემა და ტექსტოლოგიურ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
აფციაური, ნინო 1991. « გრიგოლ განმანათლებლის ქადაგებათა საზღვრები, » in ა. აფაქიძე და სხვ., რედ., ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები (თბილისი: მეცნიერება), 85-102 - ინტერტექსტუალური და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
გიპერტი 2006 = გიპერტი, იოსტ. «წმ. ნინოს ლეგენდა: განსხვავებულ წყაროთა კვალი.» ენათმეცნიერების საკითხები 1/2 (2006): 104-122; სტატიის ინგლისური ვერსია: J. Gippert « St. Nino’s Legend: Vestiges of its various sources: http://titus.uni-frankfurt.de/personal/jg/pdf/jg1997je.pdf (accessed: 31.05.2012) - ინტერტექსტუალური და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
ვალბინერი, კარსტენ-მიქაელ და მარიამ ნანობაშვილი 2013. „ცნობები ქართლის მოქცევის შესახებ ქრისტიანულ არაბულ წყაროებში.“ საისტორიო კრებული 3: 102-125 - ინტერტექსტუალური წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
თაყაიშვილი, ექვთიმე 1891. ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა, ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა, გამოცემული რედაქტორობთ და წინა-სიტყვაობით ე. თაყაიშვილისა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა. ტფილისი: სტამბა ი. ა. მანსვეტოვისა- ტექსტის გამოცემა და ტექსტოლოგიურ-წყაროთმცოდონობითი ანალიზი
თაყაიშვილი, ექვთიმე 1890. სამი ისტორიული ქრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა), გამოცემული ვრცელის წინა-სიტყვაობითა და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. ტფილისი: სტამბა კ. მესხიევისა და ს. პოლეტაევისა- ტექსტის გამოცემა და ტექსტოლოგიურ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
კაკაბაძე, სარგის 1912. წმინდა ნინო და მისი მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში. ლექცია, წაკითხული ტფილისში 14 იანვარს 1912 წელს. ტფილისი: ელექტრო-მბეჭდავი სტამბა ა. მ. კერესელიძისა
კეკელიძე 1926 = კ. კეკელიძე, „ქართლის მოქცევის მთავარი ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხები.“ მიმომხილველი. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ორგანო 1 (1926): 1-53; Repr. Id., ეტიუდები. ტ. IV. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1957, 253-292 - წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ანალიზი
ლორთქიფანიძე, მარიამ 1966. ადრეფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა. თბილისი: საბჭოთა საქართველო - წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ანალიზი
მგალობლიშვილი, თამილა 2018. „ქართული ქრისტიანობის სათავეებთან.“ კრებულში: ელენე მეტრეველი 100. რედ. თ. ოთხმეზური. თბილისი: [n.l.], 175-190 - საეკესიო ისტორია, წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
მგალობლიშვილი, თამილა. 2013. ახალი იერუსალიმები საქართველოში. თბილისი: ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრი - საეკლესიო ისტორია, იდენტობის კვლევები
ყარაულაშვილი 2012 - ინტერტექსტუალური და წყაროთმცოდნეობითი კვლევები
ყუბანეიშვილი, სოლომონ 1944. „გრიგოლ დიაკონი და მისი თხზულება“, ლიტერატურული ძიებანი 2: 311-324 - წყაროთმცოდნეობითი ძიებანი
ჩხარტიშვილი, მარიამ 2009. ქართული ეთნიე რელიგიური მოქცევის ეპოქაში. თბილისი: უნივერსალი - იდენტობისა და მეხსიერების კვლევები
ჩხარტიშვილი, მარიამ 1986. „ფრიად სარწმუნო ბაკური.“ მნათობი: 161-166 - წყაროთმცდნეობითი ძიებანი
წმინდა ნინო 2008. რ. სირაძე და სხვ., რედ., წმინდა ნინო. საისტორიო კრებული I. თბილისი: არტანუჯი.
წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართლის მოქცევა 2009. ს. მახარაშვილი და სხვ., რედ., წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართლის მოქცევა. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.
ჯავახიშვილი 1977 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
Aleksidze, Nikoloz 2016. “A Nation among other Nations: The Political Theology of the Conversion of Georgia.” In: Quis Est Qui Ligno Pugnat? Missionaries and Evangelization in Late Antique and Medieval Europe (4th - 13th Centuries), ed. by Emanuele Piazza. , 227-243 - წყაროთმცოდნეობა, პოლიტიკური თეოლოგიის კვლევები
Elm, S. 1994, « Virgins of God »: The Making of Asceticism in Late Antiquity. Oxford: Clarendon - ინტერდისციპლინარული წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
van Esbroeck, Michael 2000, « Le dossier de sainte Nino et sa composante copte, » in G. Shurgaia, ed., Santa Nino e la Georgia. Storia e spiritualita cristiana nel Paese del Vello d’oro. Atti Del I convegno international de studi Georgiani. Roma, 30 Gennsio 1999. Rome: PAA-Edizioni Antonianum, 99–123 - ინტერტექსტუალური და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
Lerner, Constantine 2004. The Wellspring of Georgian Historiography. The Early Medieval Chronicle « The Conversion of Kartli » and « The Life of St. Nino » Translated with Introduction, Commentary and Indices by C. Lerner. London: Bennett and Bloom - ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
Rapp, Steven Jr 2003. Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts and Eurasian Contexts. Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, vol. 601, subsidia, vol. 113. Louvain: Peeters - წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ანალიზი
Rapp 1998 = S. Rapp, Kartlis Cxovreba: The Georgian Royal Annals and Their Medieval Armenian Adaptation, 2 vols. (Delmar, NY: Caravan Books, 1998)
Sterk, Andrea 2010a. « Mission from Below: Captive Women and Conversion on the East Roman Frontiers, » Church History 79/1 (2010), 1–39 - ინტერტექსტუალური და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
Sterk, A. 2010b. « "Representing" Mission from Below: Historians as Interpreters and Agents of Christianization, » Church History 79/2 (2010): 271-304 - - ინტერტექსტუალური და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
Thélamon, Franςoise 1981. Païens et chrétiens au IV siècle. L’apport de « l’Histoire ecclésiastique » de Rufin d’Aquilée. Paris: Etudes augustiniennes - საეკლესიო ისტორია, - ინტერტექსტუალური და წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
Thomson, Robert 1978.Moses Khorenats'i, History of the Armenians, translation and commentary by R. W. Thomson. Harvard Armenian Texts and Studies 4. Cambridge, Mass.: Harvard University Press - წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ანალიზი
Марр, Н. Я. 1906. «Крещение армян, грузин, абхазов и аланов святым Григорием (Арабская версия)ю» Записки Восточного Отделения Императорского Русского Общества, т. 16 (СПб.: Издание Императорской Академии Наук), 63-211 - საეკლესიო ისტორია, წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ანალიზი
თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების ამსახველი მოკლე ბიბლიოგრაფია:
მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ჰაგიოგრაფიულ ნარატივთა ანალიზი ინტერდისციპლინარულია და, სულ მცირე, ლიტერატურათმცოდნეობით-ისტორიოგრაფიულ მიმოხილვას მაინც შეიცავს, შესაძლებელია გამოიყოს ... წამების შესწავლისას გამოყენებული შემდეგი ძირითადი თეორიულ-მეთოდოლოგიური მოდგომა:
ლიტერატურათმცოდნეობითი ანალიზი:
ბარამიძე, რევაზ 2003. „ქართული მწერლობის სათავეებთან.“ ლიტერატურული ძიებანი 24: 55-58.
სირაძე, რევაზ. 1997. „წმ. ნინოს ცხოვრება“ და დასაწყსისი ქართული ჰაგიოგრაფიისა. თბილისი: თსუ გამომცემლობა
ისტორიოგრაფიული ანალიზი:
ბერძენიშვილი, ნ., ივ. ჯავახიშვილი და ს. ჯანაშია. „ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო სარწმუნოებად საქართველოში.“ კრებულში: წმინდა ნინო 2008, გვ. 118-120.
ლომოური, ნოდარ 2009. ქრისტიანობის გავრცელება და დამკვიდრება სქართველოში. მეორე შესწორებული გამოცემა. თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემობა.
ლომოური, ნოდარ 1975. ნარკვევები ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიიდან (III საუკუნეში და IV ს. დასაწყისში). თბილისი: მეცნიერება
ტექსტოლოგიურ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი:
ჩხარტიშვილი, მარიამ 1987. ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები. „ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი.“ თბილისი: მეცნიერება
Horn, Cornelia 1998. “St. Nino and the Christianization of Pagan Georgia.” Medieval Encounters 4/ 3: 243–64.
Synek, Eva 2000. “The Life of St Nino: Georgia’s Conversion to its Female Apostle.” in G. Armstrong and I. N. Wood, eds., International Medieval Research, v. 7. Turnhout: Brepols, 3-13.
ინტერდისციპლინური ანალიზი:
Die Christianiserung des Kaukasus 2002. W. Seibt, ed., Die Christianiserung des Kaukasus: The Christianizaion of Caucasus (Armenia, Georgia, Albania), Referate des Internationalen Symposions (Wien, 9–12 Dezember 1999). Veröffentlichungen der Kommission für Byzantinistik, v. 9 . Vienna: Verlag der Osterreichischen Akademie der Wissenschaften.
Haas, Christopher 2008. « Mountain Constantines: The Christianization of Aksum and Iberia, » Journal of Late Antiquity 1/1: 101–26.
ალიბეგაშვილი, გიორგი 2008. «კონსტანტინე დიდი და ქართლის მოქცევევა.» კრებულში: წმინდა ნინო 2008, 138-143
ალიბეგაშვილი, გ. და ჟვანია, ნ. 2009. «უცხოური მასალები საქართველოს მოქცევის შესახებ.» კრებულში: წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართლის მოქცევა, 119-136.
Хаханов, А. С. 1893. «Источники по введению христианства в Грузиию» Древности восточные. Труды Восточной комиссии Императорского Московского археологического общества т. I. Вып. III: 299-345
ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი:
ბეზარაშვილი ქეთევან და სხირტლაძე, ზაზა. „შეუწველი მაყვლის წმინდა ადგილის ჰეროტოპიული მნიშვნელობისათვის: ნარატივი და იკონოგრაფია. 82-99
სხირტლაძე 2008 = სხირტლაძე, ზაზა. «წმინდა ნინო და ძველი ქართული სახვითი ხელოვნება.» ???, repr. კრებულში: წმინდა ნინო, 330-351.
ბიბლიოგრაფიული ანალიზი:
მანია, ქეთევან 2009. «მოქცევაჲ ქართლისაჲს შესწავლის ისტორიიდან.» კრებულში: წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართლის მოქცევა 2009, 15-37
ანთროპოლოგიურ კვლევები:
სურგულაძე, მზია 2001. «სოციალური მეხსიერების ფაქტები ნინოს ცხოვრებაში.» მრავალთავი 19 (2001): 316-322; repr. კრებულში: წმინდა ნინო, 321-329
საეკლესიო ისტორია:
ალექსიძე, ზაზა 1992. «ქართველ ებრაელთა საღმრთო მისია შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ტრადიციით, » ივერია, ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ჟურნალი 1 (1992): 37-44 = ებრაელთა ისტორიის მუზეუმის შრომები = დ. ღამბაშიძე, რედ., დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის შრომები VI. თბილისი: უნივერსალი, 2010, გვ 23-34 (online : http://www.sabc.ge/uploads/muzeum%20VI.pdf. accessed: 31.05.2012)
გრიგალაშვილი ია 2009. «ქართული სამოციქულო ეკლესიის წარმოშობის ისტორიისათვის.» კრებულში: წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართლის მოქცევა 2009, 63-75
Марр, Н. Я. 1897. « Хитон Господень в книжных легендах Армян, Грузин и Сирийцев. » in Сборник статей учеников профессора В. Розена (Санкт Петербург: Издание Императорской Академии Наук), 67-96
წმინდა მიწა და საქართველო:
გაგოშიძე, გიორგი, ნინო კვირიკაშვილი, თინა ცერაძე და სხვ (რედ.) 2022. ქართული ქრისტიანული თემი წმინდა მიწაზე. თბილისი: [n.l.]
ჩხარტიშვილი, მარიამ 2008. „ქართული ერთობა რელიგიური მოქცევის ეპოქაში (ჰიეროტოპიული პროექტი „მცხეთა-ახალი იერუსალიმი“) საქართველოს შუა საუკუნეების ისროეიის საკითხები 9: 122-130
ქართულ-სომხური ურთიერთობებისა და საეკლესიო განხეთქილების ისტორია:
აფციაური, ნინო 2002a. «წმინდა ნინო და წმინდა რიფსიმიანები.» თსუ შრომები. აღმოსავლეთმცოდნეობა 341: 324-336
აფციაური, ნ. 2002b. «ქართველთა გაქრისტიანების საკითხები წმ. ნინოს ცხოვრების სომხურ სვინაქსარულ რედაქციაში (ჰაისმავურქებში).» თსუ შრომები. აღმოსავლეთმცოდნეობა 341: 337-341
კუჭუხიძე, გოჩა 1999. „გრიგორ განმანათლებლის ცხოვრების ერთი არაბული ვერსია და ქართველთა მოქცევის საკითხი. » საკანდიდატო დისერტაცია. თბილისი, 1999.
კუჭუხიძე, გ. 1997. «გრიგორ განმანათლებლის ცხოვრების ვერსიები და ქართველთა მოქცევის საკითხი.» რელიგია № 7,8,9.
მეხსიერების, იდენტობისა და ეთნიკურობის კვლევები:
თარხნიშვილი, მიხეილ. „წმინდა ნინოს ლეგენდა და ქართული ეროვნული შეგნების ისტორია.“ კრებულში: წმინდა ნინო 2008, გვ. 89-116.
ჩხარტიშვილი, მარიამ 2019. „ქართლის მოქცევის ისტორია ეთნიკურობის კვლევის პრობლემატიკის თვალსაზრისით.“ კრებულში: ეთნიკურობა და ნაციონალიზმი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ინსტიტუტთაშორისო სემინარის მასალები I. რედ. დ. მუსხელიშვილი და მ. ჩხარტიშვილი. თბილისი: ინტელექრი, გვ. 32-47
ჩხარტიშვილი, მარიამ 2008. „წმინდა ნინოს ცხოვრება და ისტორიული მეცნიერების თანამედროვე პრობლემატიკა: ეთნიკურობა, ჰიეროტოპია, გენდერი.“ კრებულში: წმინდა ნინო 2008, გვ.423–453.
გენდერული კვლევები:
გონჯილაშვილი, ნანა 2010. „წმ. ნინოსა და ათორმეტ დედათა სიმბოლური მიმართება მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებლე დედებთან.“ ჰუმანიტარული კვლევების წელიწდეული, გვ. 187-204
პატარიძე, ლელა 2010. „პეროჟავრ სივნიელის ვინაობისათვის.“ ქართული წყაროთმცოდნეობა 12: 139-143
ჩხარტიშვილი 2008.
Matitashvili, Shota 2020. “Female Asceticism in Late Antique Georgian Literature. The Origins of the Vita of St. Nino.” Vigiliae Christianae 75: 253-277
კულტუროლოგიური კვლევები:
ბეზარაშვილი, ქეთევან და კული, ბერნარ 2013. „მაყვლოვანის გაგებისათვის ძველ ქართულ მწერლობაში.“ ლიტერატურული ძიებანი 34: 56-70
გეგეჩკორი, ალექსანდრა 2007. „ქართლის მოქცევის კულტუროლოგიურ ასპექტები. (უძველესი ბიზანტირუი და ქართული წყაროების ურთიერთშეჯერების მიხედვით).“ ამირანი 17-18: 111-123
პატარიძე, ლელა 1993. „ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი“ (ქართლის გაქრისტიანების კულტუტულ-ისტორიული ასპექტები). თბილისი: მეცნიერება