ძვირფასო მკითხველო,
მოგახსენებთ, რომ მოცემული საპილოტე ვებ-გვერდი მომზადებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის — ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის (FR-21-660) — ფარგლებში და წარმოადგენს საპილოტე ვერსიას. მოგახსენებთ, რომ მოცემული საპილოტე ვებ-გვერდი მომზადებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის — ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის (FR-21-660) — ფარგლებში და წარმოადგენს საპილოტე ვერსიას.
სწორედ სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკამ განსაზღვრა ჩვენ მიერ მომზადებული მასალის, ანუ ძველი ქართული ლიტერატურის შესახებ ინფორმაციისა და უახლესი კვლევების აუდიტორიისათვის მიწოდების ფორმატი. ნაშრომისათვის საბოლოო ფორმის მიცემის მრავალი სხვადასხვა შესაძლებელი ოპციიდან ჩვენ პრიორიტეტად ოთხი ძირითადი მიზნის მიღწევა გადავწყვიტეთ:
1. რომ თავად ნაშრომის ელექტრონულ ფორმატში, ვებ-გვერდის სახით წარდგინება თანამედროვეობის გამოწვევების და მეთოდოლოგიური მიდგომების გათვალისწინების შედეგს წარმოადგენს. მოცემული ფორმატი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ სტუდენტებს (და ქართველოლოგიით დაინტერესებულ უცხოელებს) ოპტიმალური სახით გაეცნონ მათთვის აუცილებელ მასალას, არამედ პროექტის მონაწილეებსაც საშუალება ეძლევა მომდევნო წლების განმავლობაში იოლად მოახდინონ ვებ-გვერდზე არსებული მასალის განახლება, თუკი მომავალი პუბლიკაციები მათი გათვალისწინების აუცილებელ წინაპირობას შექმნიან;
2. ჩვენ მიერ მომზადებული მასალის გაფორმება ყოფილიყო ადვილად აღქმადი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის, მაგრამ, იმავდროულად, მასში ასახული უნდა ყოფილიყო ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ძველი ქართული ლიტერატურის კვლევისას გამოყენებული მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქართველ სტუდენტთათვის, აგრეთვე ქართველოლოგიის საკითხებით დაინტერესებული უცხოელებისათვის;
3. რიგ შემთხვევაში ნაკვეთებში წარმოდგენილია როგორც მეცნიერთა მიერ ფართოდ გაზიარებული, აგრეთვე მკვლევართა უმეტესობის მიერ გამოთქმული ნაკლებ გაზიარებული, ანდა უარყოფილი მოსაზრებანიც. ამასთან, ინფორმაცია მოწოდებულია ნაკვეთის ავტორისეული შეფასების გარეშე. მსგავსი მეთოდოლოგიური მიდგომა განპირობებულია სტუდენტთათვის სხვადასხვა, რიგ შემთხვევაში საპირისპირო მოსაზრებათა მიწოდების საფუძველზე, სემინარის განმავლობაში მსჯელობისას, მათი კრიტიკული აღქმის უნარის განვითარება. ამასთან, მოცემული ინფორმაცია იმგვარი სახითაა მიწოდებული სტუდენტებისათვის, რომ დაეხმაროს მათ ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში (ციტირებისა და ბიბლიოგრაფიული მონაცემების მითითების სტილისტიკა);
4. სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკიდან (კერძოდ კი, საბაკალავრო საფეხურზე არსებული რეგულაციებიდან) გამომდინარე, მკვლევართა გუნდი ვალდებული იყო მათ მიერ მომზადებული სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული ჩამონათვალი გარკვეული შეზღუდვებისათვის დაექვემდებარებინა.
ამდენად, საჭიროების შემთხვევაში და დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგ ნაკვეთში გამოყენებული ბიბლიოგრაფიული მასალის გარდა, იქვე მოეტანა ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომების ამსახველი ჩამონათვალი, სადაც თითოეული მიდგომის გამოყენებით შესრულებული სამეცნიერო ნაშრომის რამდენიმე (ხშირ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი) ქართულენოვანი და უცხოენოვანი მაგალითი დაემოწმებინა.
და ბოლოს, პროექტის განხორციელებაზე მომუშავე სამეცნიერო გუნდს სურს მადლიერება გამოხატოს ჩვენი პროექტის უცხოელი კონსულტანტების მიმართ. გულითადად ვემადლიერებით ემერიტუს-პროფესორ ბერნარ უტიეს (საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის (CNRS - Centre national de la recherche scientifique) კვლევათა ემერიტუს-ხელმძღვანელს (Directeur de recherche émérite), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრს, ჟურნალ „ბედი ქართლისას“ (Bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie; 1985 წლიდან — Revue des Études Géorgiennes et Caucasiennes) სამეცნიერო საბჭოს წევრს, ქრისტიანობის კვლევების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო გამოცემათა სერიის Sources Chrétiennes სამეცნიერო საბჭოს წევრს) და მაროკოს რაბატის მუჰამედ მეხუთის უნივერსიტეტის პროფესორს, კომპარატივისტული ლიტერატურის ლაბორატორიის ხელმძღვანელს ფათიჰა ტაიბს. ორივე კონსულტანტი პროექტის მსვლელობის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო გუნდის მუშაობის პროცესში. მადლობას მოვახსენებთ აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, მის დირექტორს თეო ყაველაშვილსა და ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ლალი კახიძეს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ და პროექტის ფარგლებში აუცილებელ ბიბლიოგრაფიულ მასალას ყოველთვის დროულად გვაწვდიდნენ.
კვლევითი პროექტი და ფინანსური მხარდაჭერა:
კვლევა განხორციელდა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG) ფინანსური მხარდაჭერით [ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის, პროექტი FR-21-660]. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით შესაძლებელი გახდა კორპუსის ვებ-გვერდის ონლაინ სივრცეში განთავსება და მისი IT მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ყველა მოსაზრება ეკუთვნით ავტორებს და არ ასახავს ფონდის ან უნივერსიტეტის ოფიციალურ პოზიციას.
ნაშრომის ავტორები:
პროექტის ხელმძღვანელი - ირმა ყარაულაშვილი
პროექტის კოორდინატორი - თამარ ლომიძე
პროექტში მონაწილე ძირითადი პერდონალის წევრი - დარეჯან გარდავაძე
პროექტში მონაწილე ძირითადი პერდონალის წევრი - თეა შურღაია
პროექტში მონაწილე ახალგაზრდა მკვლევარი - თამთა სურმავა
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ირინა ლობჟანიძე
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის მასალის ციტირებისათვის, გთხოვთ, დააკოპიროთ და გამოიყენოთ შემდეგი ინფორმაცია:
ირმა ყარაულაშვილი (რედ). (2026 წლის 12 მარტი). ძველი ქართული ლიტერატურა. დამხმარე სახელმძღვანელო მასალები - საკითხების მიმოხილვა მოკლე ბიბლიოგრაფიითა და სწავლება-კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომებით (ვერსია 1). https://oldgeolit.iliauni.edu.ge
Irma Karaulashvili (Ed.). (March 12, 2026). Old Georgian Literature. Supplementary Instructional Materials - Overview of Topics with a Brief Bibliography and Modern Methodological Approaches to Teaching and Research (Version 1). https://oldgeolit.iliauni.edu.ge
შეკითხვებისა და/ან შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: irma_karaulashvili[@]iliauni.edu.ge