ირმა ყარაულაშვილი
საეკლესიო ლიტერატურის ჟანრები
ქრისტიანული საეკლესიო ლიტერატურა მოიცავს შემდეგ ჟანრებს:
I. ბიბლიოლოგია, მოიცავს ქრისტიანული საღვთო წერილის წიგნების, ანუ ბიბლიის ისტორიას.
ბიბლია შედგება ძველი აღთქმის წიგნებისგან (ებრაული თანახის 24, ხოლო მართლმადიდებელთა ძველი აღთქმის 39/40)1 წიგნისგან; დაწერილი ძვ. წ.აღ. IX ს-დან ახ. წ. აღ III ს-მდე) და ახალი აღთქმის 27 წიგნისგან (იწერებოდა I-IVსს. განმავლობაში). ქართული ოთხთავის უძველესი ხელნაწერები:
ქართული ბიბლიის უძველესი რედაქციები:
ბიბლიის წიგნთა პირველი ქართული გამოცემები:
II. აპოკრიფები ანუ არაკანონიკური წიგნები, მოიცავს ეკლესიის მიერ შეუწყნარებელ წიგნებს. ამ წიგნთა რიცხვი სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიისათვის სხვადასხვაა. საინტერესოა, რომ ექვთიმე ათონელი აპოკრიფულ წიგნებს მოიხსენიებს არ მხოლოდ როგორც ნატყუარს, არამედ აგრეთვე როგორც დაფარულს (კეკელიძე 1980, გვ. 430).
აპოკრიფული თხზულებები მოიცავს რამდენიმე ციკლს:
I. ძველი აღთქმის აპოკრიფები (ქურციკიძე 1970; Id. 1973)
II. ახალი აღთქმის აპოკრიფული ციკლი, თავის მხრივ, იყოფა რამდენიმე ქვე-დანაყოფს:
ა) ღვთისმშობლის შესახებ თხზულებათა ციკლი
ბ) ქრისტეს შესახებ თხზულებათა ციკლი:
- ბავშვობის პერიოდს,
- მოღვაწეობის ხანა
- ცხოვრების უკანასკნელ დღეები
გ) მოციქულთა შესახებ თხზულებათა ციკლი (ქურციკიძე 1959) (კეკელიძე 1980, გვ. 429-456; ჩხიკვაძე 2005)
III. ეგზეგეტიკა, გულისხმობს ბიბლიური ტექსტების ახსნა-განმარტებას. კორნელი კეკელიძის თქმით, „ქართულ საეკლესიო მწერლობაში ეგზეგეტიკას საპატიო ადგილი უკავია. საღმრთო წერილის ახსნა-განმარტება, როგორც ჩანს, აუცილებელ და მნიშვნელოვან საქმედ ყოფილა მიჩნეული, ვინაიდან ამაზე იყო დამოკიდებული ქრისტიანული რელიგიისა და მორალის ჯეროვანი და საფუძვლიანი შეთვისება მორწმუნეთა მიერ.“ (კეკელიძე 1980, გვ. 458).
ეგზეგეტიკური მწერლობის ისტორია სამ პერიოდად იყოფა:
პირველი – საწყისი სამი საუკუნე;
მეორე - კლასიკური პერიოდი, მოიცავს IV და V სს;
მესამე - დაქვეითების პერიოდი, გრძელდება XV ს.-მდე. ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება მამათა გამოთქმების თხზულებებიდან ციტატების მოყვანა ერთ კრებულში. ასეთი სახის კრებულებს ეგზეგეტიკური კატენები ეწოდება. ქართული ეგზეგეტიკური მემკვიდრეობიდან მნიშვნელოვანია პეტრიწონულ სკოლაში დამუშავებული კატენები (კეკელიძე 1980, გვ. 457-466; ოთხმეზური 2016)
|
გვერდი ბერძნული ეგზეგეტიკური კრებულიდან (ცენტრში - ბიბლიური ციტატა, გარშემო - კომენტარები) |
|
|
IV. ფილოსოფია, ქრისტიანული თეოლოგიის უმნიშვნელოვანესი დარგი, „ქართული ფილოსოფია განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს XI-XII საუკუნეებში.“ (ჩიკვატია 2014, გვ. 321). ტრადიციულად ითვლება, რომ ქრისტიანული ფილოსოფია ანტიკური ფილოსოფიის ქრისტიანულ ჭრილში გადააზრებას გულისხმობს, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიისა და მეცნიერების შერიგებას. მეცნიერთა აზრით, ქრისტიანული ფილოსოფია სამ ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი ცნობილია პატრისტიკის სახელით, რომელიც II-VII სს. თარიღდება; მეორე ეტაპი ცნობილია სქოლასტიკის სახელით. ითლება, რომ იგი IX-XIII საუკუნეებში ვითარდებოდა. მესამე ეტაპს კი პრე-მოდერნულ ფილოსოფიას უწოდებენ და XIV-XV სს. ათარიღებენ. (Lara 1999).
ქართული ქრისტიანული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს XI-XII საუკუნის მოაზროვნეებმა - ეფრემ მცირემ, იოანე პეტრიწმა და არსენ იყალთოელმა. (ჩიკვატია 2014).
V. დოგმატიკა, მოიცავს ქრისტიანული ეკლესიის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესში გარკვეული ფორმულების სახით ჩამოყალიბებული ქრისტიანული მრწამსის ძირითადი დებულებებს
მრწამსის ამ ფორმულებს სახელად დაერქვა დოგმატი, რომელიც ქრისტიანობის იდეურ მხარეს, მის ფილოსოფიას გამოხატავს. ქართული დოგმატიკური მწერლობა უფრო ნათარგმნია, განსაკუთრებით მეორე პერიოდში. (კეკელიძე 1980, გვ. 467-473; რაფავა 2014).
VI. კანონიკა, მოიცავს საეკლესიო კოდექსს, რომელშიც შედის მოციქულებისა და მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონები, ეკლესიის ცნობილ მოღვაწეთა კანონიკური ეპისტოლენი და განმარტებანი. ძირითადი კანონები თავმოყრილია კრებულში სახელად სჯულისკანონი, აგრეთვე შემორჩენილია სამოქალაქო კანონმდებლობაში შემავალი დადგენილებები ეკლესიის საქმეთა გამო. (კეკელიძე 1980, გვ. 559-572; გაბიძაშვილი 2016b)
VII. პოლემიკა, მოიცავს მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ნაშრომებს მწვალებლებისა და უცხო რელიგიის საპირისპიროდ და გამოიყოფა:
პოლემიკა წარმართობასთან;
ებრაელების წინააღმდეგ მიმართული პოლემიკური ლიტერატურა;
მწვალებლების (არიანობის, ნესტორიანიზმის, ორიგენეს, მონოთელიტობის, ხატმებრძოლეობის, მონოფიზიტობის და კათოლიციზმის) წინააღმდეგ მიმართული პოლემიკური მწერლობა, და;
მაჰმადიანობის წინააღმდეგ დაწერილი პოლემიკური შრომები.
ამ ტიპის ნაშრომები ხშირად კითხვა-მიგების ფორმით არის დაწერილი. აღსანიშნავია, რომ ორიგინალური ქართული პოლემიკური ლიტერატურა ძიღითადად სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ არის მიმართული. (კეკელიძე 1980, გვ. 474-496; რაფავა 2014)
VIII. ასკეტიკა და მისტიკა. სამონასტრო ცხოვრების განვითარებამ ხელი შეუწყო ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობის წარმოქმნას. ცნობილ ასკეტ მამათა თხზულებები; დიდი პოპულარობით სარგებლობდა ცნობილ მამათა მიერ გამოთქმული ასკეტიკურ-მისტიკური ხასიათის აფორიზმებისა და სენტენციების კრებული, ე.წ. apophtegmata partum. (კეკელიძე 1980, გვ. 544-550; გაბიძაშვილი 2016a)
IX. ჰაგიოგრაფია, ანუ წმინდანთა მარტვილობებისა და ცხოვრება-მოქალაქეობის ამსახველი ლიტერატურა. (დეტალურად, იხ. ნარატიული წყაროები > ჰაგიოგრაფია)
ძირითადი ჟანრები მოიცავს:
მარტვილობებს (თავმოყრილი მრავალთავის ტიპის კრებულებში);
წმინდანთა ცხოვრებებს (კრებულთა ტიპები: პატერიკები, მატერიკები).
გამოირჩევა ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა რამდენიმე რედაქცია:
ადრეული, ე.წ. კიმენური, და მოგვიანო - მეტაფრასული და სვინაქსარული რედაქციები. (კეკელიძე 1980, გვ. 497-543; გაბიძაშვილი 2014)
X. ჰომილეტიკა
ჰომილია, ეფრემ მცირის განმარტებით, არის “ზეპირად პირისპირ თქუმა” და აღნიშნავს მოძღვრება-ქადაგებებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს მოძღვრები წარმოთქვამდნენ ხოლმე. ჰომილეტიკური მწერლობა განსაკუთრებით ფართოა. შინაარსის მხრივ ქადაგებანი იყოფა:
- სადღესასწაულო ქადაგებებად,
- ხოტბა-შესხმებად,
- ეპიტაფიები,
- საკუთრივ ქადაგება, რომელშიც განმარტებულია ადგილები საღვთო წერილიდან. ჰომილიები შეტანილია მრავალთავებშიც. (კეკელიძე 1980, გვ. 551-558; მელიქიშვილი და მაისურაძე 2012).
XI. ლიტურგიკა, ანუ ღვთისმსახურების რეგულირება. ამისათვის ქრისტიანულ მონასტრებისათვის შემუშავდა კანონი-ტიპიკონები.
ლიტურგიკული ლიტერატურის განვითარება რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
პირველი ეტაპი – იერუსალიმური. ამ ეტაპის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ პერიოდში ნათარგმნ ქართულ და სომხურ ლიტურგიკულ კრებულებშია შემორჩენილი.
მეორე ეტაპი - XI ს.-დან – XII ს.- მდე ეკლესიაში მიღებულია ე.წ. აიასოფიის, ანუ კონსტანტინოპოლური კანონი, რომელიც საბოლოოდ განიდევნა ხმარებიდან XIV-XV სს.
მესამე ეტაპი - იწყება ჩვენში მას შემდეგ, რაც XII საუკუნის პირველ მეოთხედში ითარგმნება საბაწმინდური რედაქცია პალესტინური ტიპიკონისა.
მეოთხე ეტაპი - უკავშირდება XVIII საუკუნეში შუა წლებში ანტონ კათალიკოსის მიერ არსებული ტიპიკონის რუსულ ტიპიკონთან შედარებას.
როგორც ცნობილია, ღვთისმსახურება შედგება რამდენიმე ელემენტისაგან. შესაბამისად, ლიტურგიკული ლიტერატურაც ამ რამდენიმე ელემენტის ამსახველ ტიპის კრებულებს მოიცავს:
- საკითხავები საღმრთო წერილიდან.
ძველი აღთქმიდან გამოკრებილი ადგილები, უმეტესად წინასწარმეტყველთა წიგნებიდან იყო (პროფიტოლოგიონი); გამოიყენებოდა აგრეთვე დავითნი.
ახალი აღთქმიდან, კერძოდ კი, სახარებიდან და სამოციქულოდან გამოკრებილი ადგილების შემცველ კრებულებს ეწოდებოდა აპრაკოსები.
X საუკუნემდე ეკლესიაში იხმარებოდა კრებულები, რომლებსაც ლექციონარები ეწოდებოდა. ისინი მოიცავდა თითოეული დღესასწაულისათვის ერთად მოყვანილ საკითხავებს ძველი და ახალი აღთქმიდან.
- ლოცვების შემცველი კრებულები
კონდაკი, ანუ ჟამისწირვა, მოიცავს წირვის წესი. თავდაპირველად გამოიყენებოდა იერუსალიმური ტიპის (იაკობ მოციქულის), შემდეგ კი კონსტანტინოპოლური (იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის).
კურთხევანი, ანუ კრებული, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დროს, მაგ. ნათლობის, ჯვრისწერის, და ა. შ. წარმოსათქმელი ლოცვებს.
გულანი, ეს კრებული წარმოადგენს ორიგინალური ქართული კომპოზიციას, სადაც მოცემულია ყველა საღვთისმეტყველო წიგნის გამოკრებილი ლოცვანი. ყველა გულანი ერთი შედგენილობის არ არის.
ჟამნგულანი - წარმოადგენს გულანის შემოკლებულ რედაქციას. მკვლევართა თქმით, შეიცავს ჟამნსა და მოკლე სვინაქსარულ ცნობებს. (კეკელიძე 1980, გვ. 573-586; ხევსურიანი 2016).
XII. ჰიმნოგრაფია, ანუ ღვთისმსახურებისას საგალობელი ჰიმნები (კეკელიძის დეფინიციით, სასულიერო პოეზია. კეკელიძე 1980, გვ. 587).
საგალობლები შეიძლება იყოს
ა) ნათარგმნი პროზაული;
ბ) ორიგინალური პროზაული;
გ) პოეტური, მათგან განირჩევა 12-მარცვლიანი იამბიკო
ჰიმნოგრაფიული კრებულების ტიპებიდან ცნობილია ოქტოიხოსი, ქართულად პარაკლიტონი, რომელიც შვიდეულის დღეების ჰიმნებს შეიცავს, აგრეთვე მარხუანი, რომელშიაც დიდმარხვის საგალობლებია მოთავსებული და ზატიკი, რომელიც აღდგომის საგალობლებს მოიცავს
არსებობს აგრეთვე კრებული, რომელსაც თთუენნი ეწოდება. იგი მოიცავს კალენდარული პრინციპით გაფორმებულ სხვადასხვა წმინდანის და დღესასწაულის სადიდებელ საგალობლებს. (კეკელიძე 1980, გვ. 587-617; ჯღამაია 2016)
-
რიცხვი პირობითია, ვინაიდან სხვადასხვა ტრადიციას შეძლება სხვადასხვა რაოდენობის კანონიკური ძველი აღთქმისეული წიგნების ჰქონდეს. მაგ, ქართული ტრადიციის↩︎
ბიბლიოგრაფია
გაბიძაშვილი, ენრიკო 2016a. „ასკეტიკურ-მისტიკური ნათარგმნი და ორიგინალური მწერლობა.“ წიგნში: კალაიჯიშვილი (რედ.) 2016, 329-423
გაბიძაშვილი, ენრიკო 2016b. „კანონიკური მწერლობის ნათარგმნი და ორიგინალური ძეგლები.“ წიგნში: კალაიჯიშვილი (რედ.) 2016, 425-499
გაბიძაშვილი, ენრიკო 2014. „ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია. ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია.“ წიგნში: კალაიჯიშვილი (რედ.) 2014, 9-275
გოგუაძე, ნარგიზა 2014. „ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია.“ წიგნში: კალაიჯიშვილი (რედ.) 2014, 277-343
კალაიჯიშვილი (რედ) 2016. ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან III: ნათარგმნი ჰაგიოგრაფია. ორიგინალური ჰაგიოგრაფია. დოგმატიკა და პოლემიკა. ფილოსოფია. რედ. მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). თბილისი: აღმსარებელი
კალაიჯიშვილი (რედ) 2014. ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან II: ნათარგმნი ჰაგიოგრაფია. ორიგინალური ჰაგიოგრაფია. დოგმატიკა და პოლემიკა. ფილოსოფია. რედ. მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). თბილისი: აღმსარებელი
კალაიჯიშვილი (რედ) 2012. ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან I: ბიბლიოლოგია. ჰომილეტიკა. რედ. მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). თბილისი: აღმსარებელი.
კეკელიძე 1980 - იხ. ზოგადი ბიბლიოგრაფია
მელიქიშვილი, ნინო 2012. „ბიბლიოლოგია.“ წიგნში: კალაიჯიშვილი (რედ.) 2012, 9-261
მელიქიშვილი, ნინო და მანანა მაისურაძე 2012. „ქართული ნათარგმნი და ორიგინალური ჰომილეტიკური ლიტერატურა.“ წიგნში: კალაიჯიშვილი (რედ.) 2012, 263-598
ოთხმეზური, თამარ 2016. „ეგზეგეტიკა.“ წიგნში: კალაიჯიშვილი (რედ.) 2016, 243-327
რაფავა, მაია 2014. „დოგმატიკა და პოლემიკა.“ წიგნში: კალაიჯიშვილი (რედ.) 2014, 345-515.
ქურციკიძე ციალა, 1973. ძველი აღთქმის აპოკრიფული წიგნების ქართული ვერსიები. წ. II. თბილისი: მეცნიერება
ქურციკიძე ციალა, 1970. ძველი აღთქმის აპოკრიფული წიგნების ქართული ვერსიები. წ. I. თბილისი: მეცნიერება
ქურციკიძე, ციალა 1959. ქართული ვერსიები აპოკრიფებისა მოციქულთა შესახებ. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა
ჩიკვატია, ნანა 2014. „ფილოსოფია.“ წიგნში: კალაიჯიშვილი (რედ.) 2014, 517-619
ჩხიკვაძე, ნესტან 2005. „აპოკრიფი - დაფარული საიდუმლო.“ მრავალთავი 21: 80-87
ხევსურიანი, ლილი 2016. „ლიტურგიკა.“ წიგნში: კალაიჯიშვილი (რედ.) 2016, 5-130
ჯღამაია, ლალი 2016. „ჰიმნოგრაფია.“ წიგნში: კალაიჯიშვილი (რედ.) 2016, 132-241
Lara, Tiago Adão 1999. Curso de história da filosofia: A filosofia nos tempos e contratempos da cristandade ocidental, Petrópolis : Vozes,
